ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა ოჯახი შექმნა
ავტორი: გურიის მოამბე
ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა ოჯახი შექმნა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი , ამავდროულად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ჭანიეთის მაჟორიტარული ოლქიდან, დავით მჟავანაძე, დაქორწინდა.

მჟავანაძე 28 წლისაა,  მისი რჩეული კი, ბათუმის მედცენტრის თანამშრომელი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს მკვიდრი, 20 წლის თათული მახარაძეა.

დათო და თათული ერთმანეთს სამი წელია იცნობენ, გადაწყვეტილება ოჯახის შექმნის შესახებ კურორტ ბახმაროში, ფერიცვალების დღესასწაულზე, გუშინ წინ, 19 აგვისტოს, მიიღეს.

"გურიის მოამბე" ულოცავს ქალბატონ თათულისა და ბატონ დავითს გაბედნიერებას.

'.$TEXT['print'].'