განადგურებული საფეხბურთო მოედნები ლანჩხუთში და პასუხი ოპოზიციას-"დღეს, ხვალ გავაკეთებთ"
ავტორი: გურიის მოამბე
განადგურებული საფეხბურთო მოედნები ლანჩხუთში და პასუხი ოპოზიციას-"დღეს, ხვალ გავაკეთებთ"

დაზიანებული მწვანე საფარი, დამტვრეული ღობეები, ბადეების გარეშე დარჩენილი კარები და ფაქტიურად მთლიანად მოშლილი ინფრასტრუქტურა, დღეის მდგომარეობით, ლანჩხუთში არსებული სამივე საფეხბურთო მოედანი უმძიმეს  მდგომარეობაშია.

უპატრონოდ მიტოვებული მოედნები, სადაც წესით ცხოვრების ჯანსაღი წესის, ჯანმრთელი მომავალი თაობის და სპორტის პოპულარიზაცია უნდა ხდებოდეს, ახლა ისე გამოიყურება, რომ ვარჯიში და მით უფრო, თამაში, იქ შეუძლებელია. 

როგორც ლანჩხუთის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, სამივე მოედანზე დაახლოებით 120 ათასი ლარი გაიხარჯა და ის გამგეობის კულტურისა და სპორტის სამსახურის ინიციატივითა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მოეწყო. 

"ადგილობრივი სახელობითი რაიონული ჩემპიონატები ყოველ წელს ტარდებოდა ამ სტადიონებზე, შესაბამისად ყოველ წელს ვარემონტებდით"-აცხადებს მაშინდელი კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი, ირმა მგელაძე.

ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი,  ამჟამად საკრებულოს დეპუტატი, "ნაციონალური მოძრაობიდან" კახა ასკურავა გვეუბნება, რომ საკრებულოს სხდომაზე არა ერთხელ დააყენეს აღნიშნული სტადიონების გარემონტების საკითხი, თუმცა ამ მიმართულებით ჯერ არაფერი გაკეთებულა: "მთლიანად განადგურებულია ეს მოედნები, არც მწვანე საფარი, არც ბადეები, მოშლილია ღობეები, შეუძლებელია აქ ახალგაზრდებმა ვარჯიში შეძლონ. მოუსპო ახალგაზრდებს ერთადერთი გასართობი ადგილობრივმა ხელისუფლებამ. , ესაა უნიათობის მაგალითი ზაზა ურუშაძის მხრიდან. რამდენჯერმე დავაყენეთ ეს საკითხი საკრებულოს სხდომაზე, გვეუბნებიან დღეს, ხვალ და ამასობაში გავიდა 5 წელი"-გვითხრა ასკურავამ. 

'.$TEXT['print'].'