ტექსასის შტატში ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ხუთს მიაღწია
ავტორი: 1tv.ge
ტექსასის შტატში ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ხუთს მიაღწია

ტექსასის შტატში ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ხუთს მიაღწია. მხოლოდ ქალაქ ჰიუსტონში მაშველების დახმარება 2000 ადამიანს დასჭირდა. 

დაზარალებულები სტიქიური უბედურების ზონიდან ვერტმფრენებით გადმოჰყავთ. 

აშშ-ის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, უხვმა ნალექმა უპრეცედენტო მასშტაბის წყალდიდობა გამოიწვია. დატბორილია ასობით სახლი, ავტომაგისტრალები, დახურულია სკოლები. დროებით არ ფუნქციონირებს ჰიუსტონის ორი აეროპორტი. ათასობით აბონენტი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე რჩება. ქალაქში გახსნეს დროებითი თავშესაფრები, სადაც დაზარალებულებს დახმარებას აღმოუჩინენ. 

ჰიუსტონთან ერთად წყალდიდობამ დააზარალა ქალაქი გალვესტონიც. 

აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, უამინდობა ტექსასის შტატში მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. საგანგებო სიტუაციების სამსახური საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში მუშაობს. 

ჰიუსტონის მცხოვრებლების დახმარება გამოთქვა ათასობით მოხალისემაც. სამაშველო ოპერაცია რთულად მიმდინარეობს, რადგან გზები დატბორილია, ზოგიერთ დაზარალებულ რეგიონში დახმარება მხოლოდ ნავით ან ვერტმფრენით არის შესაძლებელი. 

გავრცელებული ცნობით, სამშაბათს ტექსასის შტატში ჩასვლას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმავს.

ექსპერტების შეფასებით, „ჰარვის“ მსგავსი ქარიშხალი ტექსასის შტატში ბოლო 50 წელია არ ყოფილა.

 

წყარო

'.$TEXT['print'].'