ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთში- სუს-ის უფროსი ბოძს დაეჯახა
ავტორი: გურიის მოამბე
ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთში- სუს-ის უფროსი ბოძს დაეჯახა

ლანჩხუთის სუს-ის უფროსი მიშიკო მარგველანი, რომელიც თვითმხილველთა ინფორმაციით, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, დღეს, დილის 7 საათზე, ავტოკატასტროფაში მოხვდა.

როგორც "გურიის მოამბეს" ლანჩხუთიდან აცნობეს, საკუთარ მსუბუქი ავტომანქანის მართვისას, მარგველანი გვიმბალაურის (ლანჩხუთი-სუფსას ავტომაგისტრალი) მონაკვეთზე ბოძს დაეჯახა და ერთ-ერთი მცხოვრების ეზოში შევარდა.

მარგველანი ლანჩხუთის  კლინიკაშია მოთავსებული და ამ წუთებში  სამკურნალოდ მისი გადაყვანა ქუთაისში იგეგმება.

როგორც "გურიის მოამბესთან" შ.პ.ს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ლანჩხუთის კლინიკის დირექტორი, თინათინ გოგუაძე აცხადებს, დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში დილის 8-ის ნახევარზე შეიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა:

"პაციენტი კონტაქტურია თუმცა მისი მდგომარეობა სტაბოილურად მძიმეა. მას მიღებული აქვს თავის ტრამვა და საჭიროებს კოპმპიუტერულ კვლევას, ამიტომ მოხდება მისი გადაყვანა ქუტაისში. ასევე აღენიშნება ყურის ნიჟარის დაზიანება და ჭრილობა გულ-მკერდის არეში"-გვითხრა თინათინ გოგუაძემ. 

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. 

 

'.$TEXT['print'].'