ოზურგეთელ პოლიციელს თავი ჩოხატაურში გაუტეხეს
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთელ პოლიციელს თავი ჩოხატაურში გაუტეხეს

როგორც "გურიის მოამბეს" ჩოხატაურიდან აცნობეს, ოზურგეთელ პოლიციელს, გვარად ვაშალომიძეს, დაბა ჩოხატაურში თავს ორი ადამიანი დაესხა.

თავდამსხმელებმა პოლიციელს თავი დაბა ჩოხატაურის ცენტრში გაუტეხეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ორთავე თავდამსხმელი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნის მკვიდრი, დაკავებულია და მათ სასამართლომ წინასწარი ორთვიანი მიუსაჯა.

ჩვენ ამ საქმეზე შსს პრეს სამსახურს რამდენიმე საათის წინ დავუკავშირდით, თუმცა პასუხი ჯერაც არ მიგვიღია.

როგორც გვაცნობებენ, თავგატეხილი პოლიციელი ინცინდენტის დროს "პიკაპში" იმყოფებოდა, როცა მას თავში ქვა მოხდა.

ბრალდებულები მომხდარს კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ პოლიციელისათვის მათ თავი არ გაუტეხიათ.

'.$TEXT['print'].'