ბეგლარ სიორიძის შტაბმა ერთი რესტორნიდან მეორეში გადაინაცვლა
ავტორი: გურიის მოამბე
ბეგლარ სიორიძის შტაბმა ერთი რესტორნიდან მეორეში გადაინაცვლა

როგორც "გურიის მოამბისთვის" გახდა ცნობილი, "ქართული ოცნების" შტაბმა "მოგზაურობა დაიწყო"

ბეგლარ სიორიძის შტაბმა ერთი რესტორნიდან მეორეში გადაინაცვლა

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო პროგრამა კურიერში გასული სიუჟეტის შემდეგ, მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" ოზურგეთის შტაბმა მისამართი შეიცვალა და ის სარიტუალო სახლ "ელეგანტიდან" სარიტუალო სახლ "თამარიონში" გადაბარგდა.

არადა ჟურნალისტებტან საუბარში, "ქართული ოცნებიდან" ოზურგეთის მერობის კანდიდატი ირწმუნებოდა, რომ ხელშეკრულება აქვს შტაბს 'ელეგანტთან" გაფორმებული და შეხვედრებს ამიტომ მართავდა იქ.

როგორც აღმოჩნდა, სიორიძე აქაც ცრუობდა, რადგან მას ხელშეკრულება არ გაუსაჯაროებია. ის კი არადა შტაბის ადგილსამყოფელიც შეიცვალა. თუმცა, ერთი რესტორნიდან, მეორეში გადასვლით არსებითად რა შეიცვლება, ამ ეტაპზე უცნობია.

მისამართის გარდა, სხვა დანარჩენი უცვლელია. დაქირავებული მიკროავტობუსებით სოფლებიდან ჩამოყვანილ დასაქმებულ პირებთან  შეხვედრები, ჩვეულებრივ რეჟიმში, საღამოს საათებში ახლა უკვე "თამარიონში" იმართება. 

 ბატონი მერი კი, ამაში პრობლემას ვერ ხედავს, რადგან ის ფიქრობს, რომ "საჯარო მოხელე არის 6 საათამდე, მერე უკვე ის ჩვეულებრივი მოქალაქეა და კონსტიტუციური უფლებით, ვისაც უნდა იმას შეხვდება".

 

'.$TEXT['print'].'