მზის დაკვრა
ავტორი: მარინა ტოტოჩავა
მზის დაკვრა

მზის დაკვრა ვითარდება მაშინ, როცა ორგანიზმზე, გამოსხივება კონცენტრირებული და გახანგრძლივებულია. განსაკუთრებით, მწვავეა ის, როცა ადამინი, არ არის დაცული-ქუდით, ტანსაცმლით. ღია კანისა და ღია ფერის თვალების მქონე ადამიანები, მზის სხივებს უფრო მეტად და სწრაფად იღებენ. ასევე, მზის მავნე გავლენა, უფრო ძლიერად მოქმედებს, ხანდაზმულებსა და ბავშვებზე. ჭარბი მზის სხივები და მაღალი ტემპერეატურა, იწვევს -ნივთიერებათა ცვლის სწრაფ მოშლას, ორგანოთა ფუნქციურ აშლილობას, ცენტრალური ნერვული  (არა ნერვიული) სისტემის დაზიანებას. ტვინის მკვებავი სისხლძარღვები, ამ დროს, იმდენად მკვეთრად განიერდება,რომ შეიძლება ტვინის შეშუპება ან სისხლჩაქცევა განვითარდეს. მზის სხივების ჭარბი დასხივების შედეგად, ორგანიზმში წარმოიქმნება, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც როგორც შხამი, ისე მოქმედებენ. ადამინს ამ დროს აწუხებს: ყურებში ხმაური, სიმხურვალის შეგრძნება, თავის ტკივილი, ზოგადი დისკომფორტი, თავისკენ სისხლის მიწოლის შეგრძნება, სახე გაწითლებულია, ტანი ოფლიანია,პირი გამშრალია. დაზარალებულს წყურია და  გახშირებულად სუნთქავს. პირველი დახმარება, ყველა ადამიანმა, უნდა იცოდეს ამ დროს. თუ პირველი დახმარება დაგვიანდება, მდგომარეობა დამძიმდება:  ტემპერატურა უფრო აიწევს , ცნობიერებას ჰკარგავს,ვითარდება კრუნჩხვები, ფსიქიკური აშლილობა. უფრო დამძიმებულ შემთხვევაში, კომური მდგომარეობა და სიკვდილი. საშუალო სიმძიმისაა ვითარება, როცა დაზარალებულს აქვს:მოხრჩობის გრძნობა,ტკივილი და სიმძიმე მუცლის არეში. გულის რევა, ღებინება. ერთი შეხედვითაც შეიძლება გამოვიცნოთ  მზის  დაკვრა  - კაინი წითელია,  ცხელი და ნამიანია, თვალები კი დაწითლებილი. გუგებს თუ დავაკვირდებით,ისინი შევიწროებულია  და სინათლეზე სუსტ რეაქციას იძლევიან. ავადმყოფი უნდა დააწვინონ, გრილ და ბნელ ადგილზე. თუ მსუბუქი გადახურებაა და უმნიშვნელი დისკომფორტს განიცდის, მაშინ უნდა მიიღოს გრილი შხაპი (26-27 გრადუსი) 5 წუთის განმავლობაში. სხეული კარგად გაიმშრალოს და წოლითი რეჟიმი გააგრძელოს. ოდნავ უფრო მეტად  გამოხატულ შემთხვევაში, აბაზანა (29 გრადუსი) შემდეგ  შხაპი (26 გრადუსი) სხეული კარგად შეიმშრალოს და გრილ ოთახში იწვეს ნებისმიერი სიმძიმის დროს, სასწრაფოდ საჭიროა დიდი რაოდენობით ცივი სასმელები: წყალი, ლიმონათი, ხილის წვენები, მინერალური  სასმელები. ეს რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში,  თუ ადამიანი გონზეა. თუ შხაპის შესაძლებლობა არა,  მაშინ თავზე ყინულს ადებენ ან სველ ზეწარში ხვევენ. სხეულის ტემპერატურა თუ მომატებულია,   უნდა გაუკეთდეს ანალგინის ინექცია. (შეკითხვა  დაისვას,ხომ არა  არ აქვს  ანალგინზე რეაქაცია) ყინულის მაგივრად შეიძლება,  შუბლზე ცივი საფენები.საჭიროა წნევის მკაცრი კონტროლი. თერმული დაკვრით ავადმყოფი ნებისმიერი სიმძიმის შემთხვევაში, უნდა ნახოს ექიმმა. რადგან, პაციენტის პატრონმა,  შეიძლება, გართულება ვერ ივარაუდოს. მზის დაკვრის დროს, დიდი რაოდენობთ იკარგება მარილები ოფლთან ერთად. ხოლო, საშარდე სისტემაში, ოლიგურიაა-შარდიც და მასშიც ქლორიდების რაოდენობაც მცირდება. ვითარდება ექსიკოზი ანუ ორგანიზმის გამოშრობა. შედეგად ამისა, არის კრუნჩხვები. ადამიანს მზის დაკვრის დროს, აუცილებლად სჭირდება, ინფუზური თერაპია. ანუ როგორც მას ხალხი უწოდებს - გადასხმები. ამას და სხვა სიმპტომურ პრეპარატებს ექიმი განსაზღვრას. ოთახში სადაც ავადმყოფი წევს, უნდა იყოს სუფთა ჰაერი. მაგრამ, არ უნდა იყოს, გამჭოლი ქარი, რომ გრილმა საფენებმა ნევრალგიური პროცესები არ გამოიწვიოს. მზის სხივების გარეშე,   სიცოცხლე  დუნდება. მაგარამ, მას უნდა ზომიერი გამოყონება. ზოგიერთი დაავადებების დროს, მზის გამოსხივების ქვეშ ყოფნა, მედიკამენტებზე მეტად პრიორიტეტულია. მაგალითად: ფსორიაზის, რაქიტის, ეგზემის და სიყვითლის დროს. მაგრამ,  რა თქმა უნდა, დრო და დოზა  დაცული უნდა იყოს. კანში ჭარბად წარმოიქმნება მელანინი, რომ სხეული მზის ზედმეტი დასხივებისგან გადაარჩინოს. მაგრამ, უზომოდ მიღებული  გამოსხივების დროს, მელანინი უძლურია. მზის დაკვირს შედეგად კანის დამწვრობის მსუბუქი ფორმაა-სიწითლე. უფრო ძლიერი დამწვრობისას, ბუშტუკები ჩნდება  და კანი აქერცლილია. მოსახლეობა ძალიანაა შეყვარებული მედიკამენტებზე  ცხოვრების ჯანსაღ წესებზე მეტად, მათ ქიმიური მედიკამენტების იმედი აქვთ. სამწუხაროდ, არსებობს ბვერი მედიკამენტი, რომლებიც ფოტომგრძნობელობის გაძლიერებას იწვევენ. ანუ თუ რომელიმეს ამათგან სვამთ, უფრო ადვილად სხივდებით. დღევანდელი დამწვრობა შეიძლება გადალახოთ. მითუმეტეს,  თუ ახალგაზრდა ხართ. მაგრამ, ტვინი ყველაზე უსიამოვნოდ, ამ დარტყმას იმახსოვრებს. არ არის გამორიცხული, რომ 50  წლის ასაკში კანის სიმსივნე, 20 წლის ასკში დანასხივების, მწარე დასასრული იყოს. ჭარბი მზის სხივები კანს აბერებს, რადგან, აზიანებს ელასტინს და კოლაგენს. ეს ნივთიერებები განაპირობებენ,  ახალგაზრდული იერის შენარჩუნებას. ყოველწლიურად, მსოფლიოში კანის სიმსივნეების, მილიონობით შემთხვევებია. ყოველი მესამე ონკოლოგიურიავადმყოფი, კანის კიბოთა დაავადებული. ამერიკელი მეცნიერების აზრით, ამის მიზეზი ჭარბი ულტრაიისფერი გამოსხივების მიღებაა. ერიდეთ მზეს 11-დან 6 სთ-მდე. ატარეთ ქუდი. მიიღეთ გრილი სითხეები. ჩვენ კიბოს საუკუნეში ვცხოვრობთ. ამიტომ, გარუჯვას, თუნდაც მისი რეკომენდაციების  მკაცრი დაცვით, საერათოდ არ გირჩევთ.

'.$TEXT['print'].'