სალმონელები
ავტორი: მარინა ტოტოჩავა
სალმონელები

რა არის  სალმონელები? სალმონელები იწვევს  სალმონელოზს, ანუ  კვებით ტოქსიკოინფექციას. სალმონელები ცოცხალი  მიკრობებია. კლასიკურ  ლიტერატურაშიც, კი ვხედავთ, რომ მსოფლიო ომების  დროს, მათ  მიერ გამოწვეული კვებითი  ტოქსიკოინფექციები, მასიურ ხასიათს იღებდა. მსოფლიოში სანიტარულ ნორმებზე, ყურადღების  აქცენტირებამ, ეპიდაფეთქების საშიშროება შეამცირა. სალმონელოზი  ზოონოზური ინფექციაა. საშიშია დაავადებული   ცხოველის  ან ფრინველის ხორცი, კვერცხი.   სალმონელებით დაბინძურებული  საკვები,  ხვდება ადამიანის კუჭში. რაც მეტი მიკრობთა კოლონია, ხვდება ორგანიზმში, ჩივილები და კლინიკის  სიმძაფრე  მეტია.მცირე კოლონიის  მოხვედრისას, შეიძლება, ადამიანს ჩივილები საერთოდ არ ჰქონდეს, გარდა მსუბუქი  დისკომფოტისა. მაგრამ, ეს ღვიძლის  საბოლოო განადგურებისთვის, ერთი ეტაპია. დაავადების სიმძიმეს  აძლიერებს, შემდეგი ფაქტორები:  ბავშვთა ასაკი, ანამნეზში ანტიბიოტიკების ხშირი მოხმარება, დაბალი მჟავიანობა, დაბალი  ჰემოგლობინი, ღვიძლის  და ნაღვლის ბუშტის დაავადება და სხვა. თუ ადამიანს იმუნიტეტი დაბალი აქვს, მაშინ სალმონელები ამარცხებენ დაცვით სისტემებს,  ლოკალიზდებიან ჯერ კუჭში, შემდეგ  წვრილ  და მსხვილ ნაწლავში. იწვევენ გამანადგურებელ  რექციებს  და ვერ  იღებენ იმუნურ პასუხს, ან  ორგანიზმი  ნებდება.  სალმონელოზი, ვირტუალური ინფექციაა. შეიძლება ამ დროს ყველა ორგანო  დაზიანდეს. თუ ამას დაემატა, ნაღვლის ბუშტიდან  გამოსროლილი, სალმონელებით  სავსე ნაღველი, მაშინ წვრილ  ნაწლავში, ბაქტერიების ახალი  აფეთქება მოხდება. თუ  სალმონელური კვებითი ინფექცია, გადაიტანა  პირმა, რომელიც  ქრონიკული ნაღვლის   ბუშტის ანთებითაა დაავადებული, მაშინ ის  80%-ით ქრონიკული   ბაქტერიის  მტარებელი ხდება. თუ რა საშიშია ბაქტერიამტარებლობა, ამაზე ქვემოდ მოგახსენებთ. სალმონელები  სალმონელას  გვარში შედიან. ეს  გვარი კი, ენტერობაქტერიების ოჯახს  ეკუთვნის.  მათ ორი სახეობა  აქვთ.: შ.ენტერიცა  და  შ.  ბონგორი.  სახეობები  უამრავ  ქვესახეობებს  შეიცავენ. აგრეთვე, მათ  2500-ზე  მეტი სეროტიპი  აქვთ. მათ შოირსაა -    კენტუკიც, რომელიც 2 წლის  წინ, საქართველოში  იყო შემოჭრილი. სალმონელოზი, მედიცინის ერთ-ერთი  ყველაზე დიდი პრობლემაა. ზოგიერთი  ტიპის სალმონელა, არხეინად   ცხოვრობს  ადამიანის  ორგანიზმში.  შეგუებულია ამ გარემოს. ზოგიერთები კი,  ცხოლველებისა  და ფრინველების  ორგანიზმში ცხოვრობენ. ადამიანი  რაც უფრო კარგად და ხშირად იბანს ხელს,  ასევე, რაც უფრო  სუფთა  პროდუქტს ჭამს, მით უფრო  ნაკლებად  იჭრება,  მის ორგანიზმში მიკრობები. შესაბამისად, ნაკლებად უზიანდება    მას, სხვადასხვა ორგანო. ტიფო-პარატიფული ცხელების  გამომწვევი სალმონელების ბუდე, მხოლოდ, ადამიანია.  ამ მიკრობებისთვის   არაჰიგიენური, დაბალი დონის ადამიანი, იდეალური საცხოვრისია.  ამიტომ,  ასეთი ადამიანი, ინფექციის  გავრცლების  უპირობო  წყაროა.  ინფექცია გადადის  - პირის ღრუთი, ფეკალიით, კონტაქტით, ჭუჭყიანი წყლით და  საკვებით. ყველაზე მეტი  სიკვდილიანობა, ნაწლავური ინფექციის  დროს, ტიფო-პარატიფურ ცხელებაზე მოდის. ამერიკელი  მეცნიერების  დასკვნით,  სიკვდილიანობის ხარისხი  მეტია, მსოფლიოს იმ რეგიონებში, სადაც წყალმომარაგება პრობლემებითაა დატვირთული. აგრეთვე, უდიდესი პრობლემაა, ძნელად  დასამარცხებელი, რეზისტენტული  ბაქტერიების შტამები, რაც  შექმნა ანტიბიოტიკების არასაჭირო  შემთხვევებში გამოყენებამ. ქრონიკული უსიმპტომო ბაქტერიამტარებლობა, სალმონელოზების  კლინიკური  სპექტრის, ყველაზე  საშიში და უსიამოვნო პათოლოგიაა. აგრეთვე, ის მედიცინის დიდი პრობლემაა. ეს არის  სიტუაცია,  როცა  ადამიანი თავად,  იდეალურად გრძნობს  თავს, მაგრამ მის ირგვლივ, ყველას დიდი საფრთხეს უქმნის. ასეთი  შემთხვევები, ჩვენს გვერდით  ათასობითაა, განმკითხავი არ არის სამწუხაროდ. თანამედროვე ამერიკელი და ევროპელი ავტორები,ბაქტერიამტარებლობის განხილვისას, გვერდს არასოდეს აუვლიან მერი მელონის მაგალითს. ჩვენს  უკონტროლო  გარემოში - სანიტარიის მიმართულებით, ყველამ უნდა იცოდეს ეს შემთხვევა. რადგან თითოეული, ჯანმრთელი, უსიმპტომო, ბაქტერიამტარებლის გამოვლენა, ეს ათასობით ადამიანის სიცოცხლის, გადარჩენის რეალური გზაა. მსოფლიო მედიცინის ისტორიაში, სალმონური აფეთქებების ყველაზე მეტი რიცხვი, მზარეულებს უკავშირდება. 30-იანი წლების ამერიკაში ცხოვრობდა, ირლანდიელი მომხიმბვლელი ქალი -  მერი მელონი. მან უნებლიედ, უამრავი ადამიანი დააინფიცირა. აქედან, ბევრი გარდაიცვალა.  იგი მზარეული იყო და  საცხობში  მუშაობდა. ნიუ-იორკის ჯანდაცვის სამსახურმა, მას დაუდგინა -  უსიმტომო ბაქტერიამტარებლობა. იძულებით უმკურნალეს ჰოსპიტალში. მის გამო,ს კარანტინი გამოცხდდა . გაწერის  დღეს, მას ხელწერილი დაააწერინეს,რომ საზოგადობრივი კვების ობიექტში, აღარ იმუშავებდა.მერიმ სიტყვა არ შეასრულა. გვარი შეიცვალა და სხვა საცხობში გააგრძელა მუშაობა.მან ისევ დააინფიცირა ადამიანები, რომელთაგან რამდენიმე გარდაიცვალა. როცა მერი გარდაიცვალა, ნაღვლის ბუშტის გაკვეთის დროს, სალმონელების მთელი არმია უპოვეს. ის ჯიუტი და უპასუხისმგებლო იყო. ჩვენში კი, ბევრი სათანადო ინფორმაციასაც  ვერ ფლობს. სალმონელებს  შეუძლიათ, საპროფიტული  ფლორის  სახით,  მშვიდად  იყვნენ  ორგანიზმში. მხოლოდ, დამატებით ფაქტორების დროს, გამოაჩენენ თავის  ვირულენტურ ბრჭყალებს და დაავადებას გამოკვეთავენ.  ჩვენი მოსახლეობა დღეს, ძირითადად, დაყრდნობილია  ასე მომრავლებულ „ფესტფუდებზე“ . ჩემი  აზრით,  სწრაფი კვების  ობიექტში, მცხობელის  ხელზე  არსებული მიკრობების  რაოდენობა, მოსახლეობის  ჯანმრთელობის  პირდაპირპროპორციულია.  ჩუმი  ბაქტერიამტარებლობა  საზოგადოებისთვის კატასტროფულად  საშიში  მდგომარეობაა.  მცხობელი  არ უნდა  მიიღონ,   კვების  ობიექტში,  თუ  მას, ქრონიკული  ნაღვლის  ბუშტის ანთება  აქვს. (საქართველოში ყოველ მესამე ადამიანს, ქრონიკულად აწუხებს, სანაღვლე გზები, მათ შორის ბავშვებს, რაც ძალიან ხშირად, ირიბი სიმპტომებით  მიდის). პერიოდულად,  მისი ხელის  გული, ბაქტერიებზე უნდა გამოიკვლიონ. მოშიებული ადამიანები  „ ფესტფუდების“  წინ, სიამოვნებით კრუტუნებენ, როცა  ცხელ, გემრიელ და შედარებით იაფფასიან ღვეზელებს მიირთმევენ. მაგრამ, ვინ ფიქრობს ამ პროცესის, მეორე უხილავ  მხარეზე. რომელმაც  მოსახლეობას,  შეიძლება, დამღუპველი შედეგები მოუტანოს. დაავადებათა  70 %-ში, შინაგან  ორგანოთა გადაგვარებას და დაშლას თვალით უხილავი მიკრობები იწვევენ. არავინ იცის,  ჩვენს ქვეყანაში  რამდენი მერი მელონია. მათ გამანადგურებელ ზიანს, წლების შემდეგ მოვიმკით. გახშირდა ღვიძლის დაავადებები. მიკრობებით გამოწვეული  ინტოქსიკაციები,  შეიძლება  მანიფესტირებული არ იყოს ანუ გარეგნულად არც გამოვლინდეს. დღევანდელი მოწამვლების კლინიკა, რადიკალურდ შეცვლილია. შეიძლება ადამიანს თვალის წინ,  რამდენიმე  შავმა  წერტილმა  ჩაუაროს, მსუბუქი თავბრუხვევა ან დისკომფორტი  ჰქონდეს  და  უძლიერესი  ინტოქსიკაციის  ქვეშ იყოს. ღვიძლი მიკრობულ დარტყმას, თავის  თავზე იღებს. იმუნური  სისტემა იცვითება. საბოლოო ჯამში , ღვიძლი ამდენს ვეღარ უძლებს  და ზიანდება. ჰიგიენა, ბერძნული სიტყვაა. ის ბევრს ჰგონია, რომ სისუფთავეს ნიშნავს. ჰიგიენა ნიშნავს ჯანმრთელობას. ჰიგიენური  ნორმების  დაცვას, ადამიანის  სიცოცხლისათვის, გადამწყვეტ მნიშვნელობა აქვს.  ბაზრის წინ,  ქალმა, კალათით  ჩამოატარა  ნამცხვრები.  ქადა 40 თეთრი ღირდა. ხალხს იგი  იაფი მოეჩვენა და სწრაფად გაიყიდა.  ქალბატონს ხელებზე რომ დავაკვირდი-სტაფილოკოკური  ფურუნკულოზი აღენიშნებოდა. ნორმალური,  ცივილიზებული,  კრეატიული ადამიანი, იმას მაინც უნდა ხვდებოდეს, როცა მცხობელს  ხელზე ჩირქოვანი გამონაყარი  აქვს, მისგან ნამცხვარი  არ იყიდოს. მიუხედავად  კარგი  დაბანისა, ხელზე  მაინც  რჩება მიკრობთა მილიონობით კოლონია. ხოლო, როცა ვიზუალურად ჩანს ჩირქოვანი ფურუნკული, იქ  მაინც  გმართებთ  შეჩერება. საცხობები მექანიზებული უნდა იყოს. თუ მცხობელი გამოკვლეული  არ არის მიკრობულ ფლორაზე, მაშინ  ერთჯერადი  ხელთათმანებით   უნდა ამზადებდეს ცომს. სამწუხაროსდ, ეს ჩვენს ქვეყანაში  მოუწესრიგებელია. არ  არის  გამორიცხული, საცხობებსა და თონეებში კარგი შემოწმებით,  უამრავი „მერი მელონი“ გამოვლინდეს. მსოფლიოში, ბოლო წლებში,  საგრძნობლად იმატა, არატიფურმა სალმონელოზმა. იგი უკავშირდება დაბინძურებულ რძეს, ხორცს, ყველს. მისი  აფეთქების წყაროა: ქორწილები,  წვეულებები, დაკრძალვის მაგიდები. კვერცხი, ხორცი  და რძე,  შეიძლება შეიცავდეს  სალმონელებს. იმის გამო, რომ ეს ცხოველი  და ფრინველი ბაქტერიამტარებელია ან შეიძლება პროდუქტი  სალმონელას იმის  გამო, შეიცავს, რომ  არახარისხიანად მოხდა მისი დამუშავება, საწარმოში-მაღაზიამდე. ნაყინი  კვერცხის  პროდუქტია. თუ ის დაბალი  დონის  საწარმოშია  დამზადებული, შეიძლება   ინფიცირება  გამოიწვიოს.  არატიფური სალმონელები, აგრეთვე, გადააქვს  წყალსა  და მწერებს. ახლა ყველაზე პრიორიტეტულია, საშიშროების მხრივ, ცხოველის ფეკალური მასებით დაბიძურებული ხილი  და ბოსტნეული. თუ ისინი, კლასიკურად არ  დამუშავდა, გამდინარე  წყლით, შეიძლება სალმონელოზი გამოიწვიონ. რამდენიმე წლის  წინ, სხვადსხვა ქვეყანებში,  სალმონელური  ეპიდაფეთქებები გამოიწვია: პამიდორმა,  ნესვმა,  არაპასტერიზებულმა  ხილის  წვენებმა, კომბოსტომ  და    მწვანილმა. ქუჩის   პირობებში  კვება,  განსაკუთრებით, უნდა შეზღუდოს: ხანდაზმულებმა, ქრონიკული დაავადებებით დაავადებულებმა. რადგან, ყველა სალმონელოზური პროცესი, როგორც  ტიფო პარატიფოზული, ასევე არატიფური, მაშინ  იწყება, როცა  სალმონელა,   ადამიანის  პირის ღრუში მოხვდება. სხვადასხვა სალმონელა, განსხვავებულ კლინიკურ ნიშნებს  ავლენს. მათ შორის ყველაზე ხშირია გასტროენტერიტი. ახასიათებს: სისუსტე, ღებინება, ცხელება, აშლილობა, შემცივნება. არატიფური სალმონელოზით,  მსოფლიოში  ყოველწლიურად, უამრავი ადამიანი  იღუპება. გასაკუთრებით  ჩვილები  და ხანდაზმულები. თუ პროცესი სალმონელური კოლიტით გართულდა, ფეკალური მასა  სისხლიანი ხდება. არატიფური სალმონელმტარებლობა, შეიძლება ჩვილ ბავშვს აღენიშნებოდეს და ის გარკვეული დროით გაგრძელდეს.  სამწუხაროდ, ჩვენში ძალიან ხშირად ხდება, ასეთ ბავშვებზე, არასწორი მკურნალობა, ლინექსებით  და მისი მსგავსებით. რაც  შეიძლება, ზრდასრულ ასაკში,  ნაწლავის სიმსივნის მიზეზი გახდეს. ტიფო -  პარატიფული  ცხელება, ხანდახან, გრიპში ეშლებათ,  ისე ჰგავს, ზოგიერთი მისი მიკრობის  კლინიკა. როცა მიკრობი პირის ღრუში  ხვდება, პირველ ორ დღეს, მცირე  აშლილობაა. შემდეგ იგი ქრება. რამდენიმე  დღის შემდეგ, იწყება ცხელება, რასაც უამრავი მძიმე გართულებები  მოჰყვება. მათ შორის კრუნჩხვები და ფსიქიატრიული  პრობლემებიც. აგრეთვე, მძიმედ ზიანდება ორგანოები: შეიძლება გართულდეს შოკით  ან პერიტონიტით და საჭირო გახდეს ქირურგიული  ჩარევა. სალმონელები, ხშირად, ლოკალოზდებიან ვასკულარულ  ენდოთელიუმში. ისინი აღწევენ აორტაში, ათეროსკლეროზულ ფოლაქებსა  და ანევრიზმებში. ამ  დროს სიკვდილიანობის პროცენტულობა მატულობს. ადამიანს  სტენდირება  და შუნტირებაც, ხშირად, უშედეგოდ უმთავრდება, რადგან იქ  სალმონელებია და რეგენერაციის  პროცესებს აფერხებევნ  და ქსოვილს,  თითქმის, ალპობენ. ზაფხულში, მიკრობების გამრავლებისთვის საუკეთესო პირობებია. დიასახლისებს გაასკეცებული ბრძოლა უხდებათ,  საოჯახო  გარემოს გაჯანსაღებისთვის.  ყველა სრულფასოვანმა ადამიანმა,  ზედმიწევნით უნდა  დაიცვას ჰიგიენის წესები. მოერიდეთ  საეჭვო პროდუქტებს. ბოლომდე განახორციელეთ,  თერმული  დამუშავების პრინციპი. არ იყიდოთ, მალფუჭებადი კრემიანი პროდუქტები. ხილი  და ბოსტნეული,  კარგად უნდა გაირეცხოს. მოერიდეთ  არასტანდარტულ საცხობებს. არა  თუ სადილის  წინ, არამედ  ნებისმიერი  ლუკმის ან  თუნდაც კანფეტის  ჭამის წინ, ხელები  კარგად  დაიბანეთ.

'.$TEXT['print'].'