როგორ ვითარდება ბავშვი
ავტორი: მარინა ტოტოჩავა
როგორ ვითარდება ბავშვი

ერთი და იგივე ასაკის ორი ბავშვი, წონით შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს. ბავშვის კვების ხარისხი, ჟანგბადის და სინათლის მოხმარება, სანიტარული პირობები, ფსიქიკური გარემო, დაავადებები, დიდ გავლენას ახდენს წონაზე.
ფიზიოლოგიური ახალშობილის სიგრძე 48 დან 52 სმ-მდეა ნორმაში. ახალშობილი ქალი, საერთოდ, უფრო მოკლეა, ვიდრე ბიჭი. პირველ დღეებში ბავშვების სიგრძე ცოტა კლებულობს. ღადგან, მშობიარობის აქტის დროს დეფორმირებული, თავის ქალა ფორმირდება.
ერთ წელში სხეულის სიგრძე იმატებს 25 სმ. 1 წლის შემდეგ სიგრძის მატების ტემპი ქვეითდება. მხოლოდ ზოგიერთი, განსაკუთრებული, ფიზიოლოგიური სტატუსების დროს მატულობს. ქალებში 18 წლისთვის, ბიჭებში 25 წლისთვის, ზრდა წყდება. ზრდა უფრო აქტიურია გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში, სუსტია ზრდა, შემოდგომის დასაწყისში. ზრდაზე გავლენას ახდენს პირობები, კვება, ფსიქიკური გარემო და ზომიერი დატვირთვის დარღვევა.
ნორმალურ, ფიზიოლოგიურ, ჯანსაღ ბავშვს _ ეითროფიკი ბავშვი ეწოდება. ბავშვი თითოეულ თვეში მოტორიკისა და ფსიქიკის შესაბამის მონაცემს უნდა ამჟღავნებდეს. ეს არამარტო ექიმმა არამედ მშობელმაც უნდა იცოდეს. რაც უფრო დაგვიანებული იქნება მკურნალობა, მეტი იქნება ინვალიდობის ხარისხი. ფსიქო-მოტორული შეფერხება, ყოველთვის არ არის გამოწვეული ნერვული სისტემის და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის უმწიფრობით. ხშირად, ამას განაპირობებს, გარემო პირობები და აღზრდის წესი. ახალშობილებს, ხშირად, აღენიშნებათ სიელმე და ნისტაგმი (თვალის შეუჩერებელი მოძრაობა). Mაგრამ, ეს საგანგაშო არ არის. სიელმე და ნისტაგმი 60% ში ფიზიოლოგიურია. 1 თვის ასაკში ნისტაგმი ქრება.
ახალშობილ ბავშვს გააჩნია ოცამდე რეფლექსი, ეს რეფლექსები შემდეგში ქრება. მაგრამ, ეს თითოეული რეფლექსი, წლამდე მკვეთრად უნდა იყოს გამოხატული. ამით დგინდება ბავშვის ფსიქომოტორული განვითარების სიჯანსაღე. Aმიტომ, ამ რეფლექსებს ნახულობს, არამარტო ნევროპათოლოგი, არამედ ჩვენთვის _ ზოგადი პედიატრებისთვის _ ეს რეფლექსები კარდინალურად მნიშვნელოვანია. წლამდე ყოველ თვეს, გარკვეული რეფლექსის ხარისხი შეესაბამება. ახალშობილს გააჩნია სიამოვნების და უსიამოვნების შეგრძნება.
ერთი თვის ნორმალური ბავშვი - ბრჭყვიალა საგანს უნდა დააკვირდეს. მკვეთრ ხმაზე უნდა შეკრთეს ან თვალები დაახამხამოს, იგი უკვე ემოციურად ტირის, უფრო ხშირად იღიმება. თავის დაჭერას ცდილობს, ვერტიკალურ მდგომარეობაში. მუცელზე დაწოლილი თავის წამოწევას ცდილობს. იზმორება. 1 თვის ბავშვს კერნიგის რეფლექსი დადებითი აქვს რადგან ეს ფიზიოლოგიურია და ეს მენინგიტის ნიშანს არ წარმოადგენს, ერთი თვის ბავშვს, ოცი საათი სძინავს დღე-ღამეში.
ორი თვის ბავშვს _ მხედველობა და სმენა უფრო უმკვეთრდება. იგი უფრო მკაფიოდ, აყოლებს თვალს მოძრავ ნივთს. ხმაზე თავს აბრუნებს, ბრჭყვიალა საგანი ისე მოსწონს, თუ დაინახა წოვას თავს ანებებს. თავი კარგად უჭირავს. მუცელზე წოლისას, გულმკერდს ზევით წევს, თუ იღლიებში ხელს ამოვუდებთ დგას და ფეხები არ ეშლება. კერნიგი ისევ დადებითია. ხოხვის სიმპტომი და ხელების ტონური რეფლექსი გამქრალია. ღიმილზე ღიმილით პასუხობს, საგანი უჭირავს მთელი ხელით.
3 თვის ბავშვი _ უფრო მეტ ხანს აკვირდება საგანს და თვლს აყოლებს მას. ხვდება ხმა რომელი მხრიდან მოდის. თუ მანამდე დაბნეული ეძებდა, პირით დედის ძუძუს, ახლა ის პირს აღებს _ მკერდის ან კოვზის მიახლოებაზე (ეს პირობითი რეფლექსია). მუცელზე დაწოლილს ზევით მიაქვს ტანი, წინა მხარზე დაყრდნობით. ზურგიდან გვერდზე გადაბრუნებას აქტიურად ცდილობს. თუ მენჯს დავუჭერთ _ ზის. ხელების მოძრაობა მიზანმიმართულია _ ცდილობს სათამაშო მოიზიდოს, საგანს პირში იდებს. ყვირის როცა რამე არ მოსწონს, მაგალითად, თუ არ ეძინება და აძინებენ, ან მარტო რჩება. ხან უკვე ცნობს დედას. ძალიან მოსწონს კარგი მშვიდი მუსიკა _ დაბალ ხმაზე. მისი ღუღუნი უფრო მუსიკალური ხდება.
4 თვის ბავშვი _ ხელს ამოძრავებს დედის მკერდზე. ერთმანეთისგან კარგად არჩევს ნაცნობებს და უცნობებს. ქვემო კიდურები უფრო ადვილად იხრება სახსრებში დაჭიმული აღარ არის. ანუ ქვემო კიდურების ფიზიოლოგიური ჰიპერტონია ქრება. ზურგიდან მუცელზე გადმოტრიალებას ცდილობს და ახერხებს. თუ რამე ნივთს ხელს მოკიდებს, არ უშვებს ხელიდან. ღუღუნი ხანგრძლივდება. მასში სიმღერის მაგვარი ნოტები ჩნდება. ხორხის ხმა იკვეთება. როცა კმაყოფილი ან გაბრაზებულია, ამ დროს წაიტირებს.
5 თვის ბავშვი - ძალიან კარგად ცნობს დედას. საგნებს პირში იდებს. თუ ხელებით რაიმეს ჩაეჭიდება, მაშინ კარგად ზის. თუ იღლიებში ხელებს მოვკიდებთ, მაშინ სწორად დადგება, ფეხებს არ მოხრის. თუ თვალებზე რამეს გადავაფარებთ _ მოიშორებს.
6 თვის ბავშვი _ მუცლიდან ზურგზე ტრიალდება და ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამ თვეში მისი ფსიქო-მოტორიკის შეფასებისას. ჯდება დაუხმარებლად. იწყებს ფოფხვას. თუ გულმკერდს ხელით დავუჭერთ, ნაბიჯის გადადგმას შეეცდება. თუ ხელიდან სათამაშო გაუვარდება, იმას თავად აიღებს. მკვეთრად ამბობს _ ბგერა `ბა~-ს, `მა~-ს.
7 თვის ბავშვი _ აკვირდება თავის გამოსახულებას სარკეში. თუ ჭამის დროს ბოთლი დაუვარდება, თვითონ აიღებს და იდებს პირში. დახოხავს, თავისით ზის. მუხლებზე დადგება. თუ მანეჟის ბადეს ჩაეჭიდება, მაშინ ნაბიჯებს კარგად დგამს. სათამაშოებს ერთმანეთზე ურტყამს. ხელით მიანიშნებს დედისა და ნაცნობებისაკენ. მარცვლებს გაბმით ამბობს. ზოგი მშობელი ცდილობს ბავშვმა არ იხოხოს, ეს დიდი შეცდომაა. ხოხვა არის ეტაპი როცა ტვინში შესაბამისი დროული იმპულსები მომწიფებას განიცდის.
8 თვის ბავშვს _ ინტერესი აქვს ახალი სათამაშოსადმი. გამოხატავს გაკვირვებას. მჯდომარე მდგომარეობიდან წვება. თუ საყრდენს ხელს წაავლებს _ დგება. ტაშის დაკვრას ცდილობს.
9 თვის ბავშვი _ საბნის ქვეშ ეძებს შემალულ სათამაშოს. ცდილობს უსაყრდენოდ დადგეს. თუ ორივე ხელს დაუჭერთ _ კარგად დადის. შეუძლია აკრიფოს პატარა სათამაშოები. იღებს ყუთიდან სათამაშოს. აინტერესებს როგორ ეცემა საგანი.
10 თვის ბავშვი _ დაყრდნობის გარეშე დგება და დგას. უფროსებს ბაძავს. ხურავს კარებს. წინააღმდეგობას უწევს, როცა ართმევენ სათამაშოს. ძაღლს `ამუს~ ეძახის, ძროხას _`მუს~ წარმოთქვამს სიტყვებს _ `მამა~ `დედა~. რეაგირებს აკრძალვაზე, ასრულებს მარტივ მოთხოვნას.
1 წლის ბოლოს _ ერთ კუბიკს ან სათამაშოს მეორეზე ადებს, წინდის გაძრობას ცდილობს, ფეხზე მდგომი იხრება საგნის ასაღებად, კარგად დადის (პირველ ნაბიჯებს დახმარების გარეშე 12 თვიდან აკეთებს, ხოლო თუ ერთ ხელს აშველებენ, მაშინ კარგად დადის _ 11 თვიდან).
1 წლის ბოლოს იცის საგნების სახელი. ასრულებს მოთხოვნებს. წარმოთქვამს რამდენიმე სიტყვას. სძინავს _ 14-16 სთ.
ეს კრიტერიუმები, მშობლებისათვის მკვეთრი სახელმძღვანელო უნდა იყოს. ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. რადგან, თითოეული ამ ნორმიდან გადახრა, მომავალში უამრავი პრობლემის სათავე ხდება. ანუ თუ ბავშვი კონკრეტულ თვეზე, თითოელ ამ თვისებას და მოძრაობებს სრულად ვერ ახორციელებს, მაშინ მას ექიმის დახმარება სჭირდება.
მარინა ტოტოჩავა.  


'.$TEXT['print'].'