როდის და რატომ ჩნდება შარდში სისხლი
ავტორი: მარინა ტოტოჩავა
როდის და რატომ ჩნდება შარდში სისხლი


 ამ პროცესს ჰემატურია ეწოდება. მაკროჰემატურია ჰქვია, როცა შარდში სისხლს ხილულად ხედავ. შეიძლება იყოს სისხლდენა, საშარდე გზებიდან, მაგრამ შარდი ხილულად არ ჩანდეს. ის ამ დროს მიკროსკოპში ლაბორატორიულად დგინდება და მას მიკროჰემატურია  ეწოდება. ტოტალური მაკროჰემატურიაა, როცა შარდი მთლიანად წითელია. ინიციალურია ჰემატურია, როცა სისხლი ჩანს მხოლოდ, მოშარდვის დასაწყისში. ტერმინალური  მაკროჰემატურია ჰქვია სისხლიან შარდს, მოშარდვის ბოლოს. სისხლდენა ხდება -  შარდის ბუშტიდან, ურეთრიდან, შარდსაწვეთებიდან, თირკმლის ფიალებიდან, თირკმლებიდან. შარდში სისხლი უსერიოზულესი სიმპტომია და ექიმთან მიმართვის დაყოვნება არ შეიძლება. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, იგი საშიშ მდგომარობასთან არ არის  დაკავშირებული. თუ სისხლი, შარდსადინარი მილიდან მოდის, ამ დროს სისხლიანი არის,  მხოლოდ საწყისი ნაკადი.  თუ სისხლი მოდის შარდის ბუშტიდან ან თირკმლებიდან,  მაშინ, მთელი შარდი წითელია. ნეფრიტის  -  თირკმლის ანთების უამრავი ფორმებიდან და სინდრომებიდან, პიელონეფრიტი არ არის სასიამოვნო. მაგრამ, კარდინალურად საშიშია სიცოცხლისთვის, გლომელურონეფრიტის ნეფროზული და ჰემატურიული ფორმა. რადგან, იგი როგორც პიელონეფრიტის დროს, მარტო მიკრობულ პროცესს  ან  ანატომიურ დეფექტს არ უკავშირდება. ნეფროზული ფორმის დროს, იმუნოლოგიური რღვევებია და სტატისტიკურად მეტია სიკვდილობა. ჩემი ცხოვრების,   ყველაზე საუკეთესო და ბევრი წლები უკავშირდება -  თბილისის ბავშვთა  მეხუთე საავადმყოფოსთან  თანამშრომლობას, რომელიც თირკმლების ცენტრი იყო. ეს იყო ჩემი მეორე ოჯახი  და  ყველაზე აკადემიური კლინიკა საქართველოში. თირკმლის მდგომარეობით, ყველა დამძიმებული, სხვა კლინიკებიდან აქ გადმოჰყავდათ. ამ  კლინიკაში მოღვაწეობამ, მის  განსაკუთრებულ  ექიმებთან ურთიერთობამ და ზოგადად პროფესორ  მერი გელოვანის  პიროვნებამ,  განსაზღვრა ჩემი, როგორც ექიმის ხარისხი.  მიუხედვად უმაღლესი რანგის დახმარებისა, ნეფრიტის  ნეფროზული ფორმით,  გარდაცვალების შემთხვევები  აქაც  იყო.    ნეფროზული ფორმის  დროს არის  - შეშუპება, წნევის მატება.  ზოგჯერ  ისე მკვეთრად არის გამოხატული , კარდიალური ასთმის  კლინიკური სურათი, რომ  ხშირად, სამედიცინო შეცდომის  მიზეზი  ხდება. ანუ  ბავშვს,  აქვს  მძიმე ნეფრიტი  და ჰგონიათ,  რომ ასთმის შეტევა  აქვს.  თირკმელი ძალიან  ზიანდება, არასაჭირო მედიკამენტებით. საერთოდ, მედიკამენტების არარაციონალურად გამოყენებამ ( არამარტო ანტიბიოტიკების), გაახშირა თირკმლის მძიმე პათოლოგიები. ამის შედეგია, უღარიბეს რაიონებში, დიალიზის ცენტრების გახსნა.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური დასკვნით, ყოველი 10 დანიშნულებიდან,  2 ან 3-ია სწორი  და მართებული. ზოგადად  საქართველოში , სამკურნალო ხარისხი დაბალ  დონეზეა. პროტოკოლით  მითითებული ნივთიერებების შეყვანას, ექთანიც კი შეძლებს.  ხშირ  შემთხვევაში,  მოშლილია კონსილიუმების მექანიზმი.  დილის  კონფერენცია,  ისიც თუ ჩატარდა, არა თუ აკადემიური ნიშნით მიდის, არამედ სტატისტიკის სამმართველოს ანგარიშს წააგავს.  მოშლილია სამკურნალო დარგის, ზედამხედველობა და კონტროლი. ნეფროზული  ფორმის დროს, შარდი მცირდება,  მუქი მოწითალო ან ხორცის  ნარეცხის ფერისაა. შეიძლება, განვითარდეს,  თირკმლის  მწვავე უკმარისობა, რომელიც სიკვდილის  უშუალო მიზეზია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში თირკმლის I  და   I I  ხარისხის უკმარისობით,  ბევრი  დადის  და არ  იციან, თირკმელი თუ აწუხებთ. რაც შეეხება, დიაბეტიანებს, არ არსებობს,  საშუალო ხანდაზმულობის   დიაბეტი, თირკმლის  უკმარისობის, რომელიმე ხარისხით  რომ არ  მიდიოდეს.  ხშირად  არის,  სამედიცინო შეცდომის მიზეზი, შემდეგი მდგომარეობა -  დადასტურებული პიელონეფრიტი, მიდის რეციდივებით, ანუ პერიოდულად არის შარდში სისხლი. კლინიკურად  კი პიელონეფრიტია. ეს   ხშირად, არის  სიმსივნე. ამიტომ, თირკმლის დაავადებას ლოკალური შესწავლა არ ჰყოფნის. თუ ცისტიტი (შარდის  ბუშტის ანთება)  ჰემორაგიულია, იგი მაკრო  ან  მიკროჰემატურიით მიდის.  ანუ ან სისხლიანი შარდია,  ან  ანალიზში დიდი რაოდენობითაა ერითროციტები. ცისტიტს ახასიათებს: ტკივილი შარდის ბუშტის არეში, ხშირი შარდი, წვა და  მოტყუების შეგრძნება მოშარდვის  დროს.  თუ შარდის ბუშტში  კენჭია, ხშირია ჰემატურია. ხშირად ამას, წინ უსწრებს, თირკმლის ჭვალის შეტევა. აგრეთვე, ხშირია ჰემატურია, საშარდე ბუშტიდან შემდეგი მდგომარეობის დროს -სიმსივნე, პაპილომა, ტუბერკულოზური  წყლული, ვენების  ვარიკოზი და სხვა. ხშირია შემთხვევა, როცა საშარდე ბუშტიდან სისხლდენა, შეიძლება, მხოლოდ ვენების ზოგადი ანთების გამო იყოს. თირკმლისა და შარდის  ბუშტის  ტუბერკულოზის დროს, შეიძლება, არაფერი მკვეთრი ნიშანი არ იყოს. მხოლოდ, სისხლი იყოს შარდში. თირკმლის ტუბერკულოზის დროს, თირკმელი დიდდება. როცა თირკმელს  ბიმანუალურად  ვსინჯავთ, რაც  აუცილებელი პირობაა, ყველა პაციენტის გასინჯვისას, ყველა ასაკში, ნებისმიერი დაავადების დროს, ( ეს იმდენად სტანდარტია, ობიექტური გასინჯვის  დროს, რომ   ყოველდღიურად აისახება, ყველა ავადმყოფის ისტორიში),  თუ  თირკმლები გადიდებულია, პირველად გამოვრიცხავთ-თირკმლების ტუბერკულოზს. ჰემატურიის  მიზეზია,  თირკმლის კენჭები   და ქვიშა. მათი გადამოძრავება   თირკმლის ფიალებში, შარდსაწვეთებში და სხვა საშარდე გზებში, იწვევს ლორწოვანი გარსის ტრავმას. განსაკუთრებით ტკივილიანია, ოქსალური კენჭები. მათ წაწვეტებული კუთხეები აქვთ. თირკმლის  ჭვალის დროს, არის: მწვავე ტკივილი, შეტევითი ხასიათის  თირკმლებისა და წელის არეში. ტკივილი გადადის შარდის  ბუშტის, შარდსაწვეთების და სასქესო  ორგანოების  მიმართულებით. ყოველი შეტევის დროს, ახალი სისხლდენაა. არის მაკროჰემატურია და    მიკროჰემატურიაც. ანუ სისხლი შარდში და  ერითროციტები ანალიზში. თირკმლის ჭვალი, სამწუხაროდ, მარტო თირკმლის კენჭოვანი დაავადების, დამახასიათებელი არ არის. ეს ახასიათებს -   სიმსივნეს, ტუბერკულოზის   ატიპურ ფორმას და ნეფრიტებს. მაგრამ , სუფთა კენჭოვან დაავადებას, სიმსივნისგან განასხვავებ.  კარგი ექიმი, საშუალო ექიმისგან იმით განსხვავდება , (თუმცა დღეს, საქართველოში ყველას ერთი ფასი აქვს), რომ ასეთი ნიუანსი არ გამოეპარება. თუ სიმსივნეა, ჰემატურია პირველია და შემდეგ არის  ტკივილის შეტევა. თუ მხოლოდ თირკმლის ჭვალია,  მაშინ ჯერ არის   ტკივილის შეტევა, შემდეგ  კი  მოყვება - ჰემატურია.  უხშირეს შემთხვევაში, ურატული წარმოშობის კენჭები, ექოზე და რენტგენზე რენტგენონეგატიური არიან. ანუ არ ჩანან. ამიტომ, სიმპტომებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ არ განვითარდეს სისხლდენა. როცა, თირკმლების ან შარდის ბუშტის ავთვისებიანი სიმსივნეა, ისინი იწვევენ სისხლდენებს. დენა იწყება ტკივილის გარეშე. ცნობილია, რომ თირკმლების დ შარდის ბუშტის ავთვისებიანი სიმსივნეები, ძალიან  ნელა მიმდინარეობს  და მეტასტაზებსაც გვიან იკეთებენ. ამიტომ, ექიმისგან, დროზე დაჭერილი  სიმპტომი, ადამიანს, საგრძნობლად, მეტი წლის სიცოცხლეს აძლევს. რადგან, პირველ  ეტაპზე, ყველაფრის  შეჩერება შეიძლება. შარდის ბუშტიდან სისხლდენა, შეიძლება, პროსტატის ადენომის მიზეზითაც  იყოს.   ჰემატურია, შეიძლება, გამოიწვიოს: წელის  არეში  ტრავმამ, დიდი სიმძიმის აწევამ, სხეულის მკვეთრმა, უხეშმა  მობრუნებამ. თირკმლის ინფარქტი  ემართება, შემდეგი დაავადებების  დროს: რევმატიზმული  ენდოკარდიტი, სეფსისური ენდოკარდიტი, მიტრალური  მანკი, გულის მძიმე ინფარქტი, დიდი ჭრილობა, ტროფიკული წყლულები. მიზეზი თირკმლის სისხლძარღვების თრომბოზია. ზოგჯერ, თირკმლის ინფარქტი, მოგვაგონებს თირკმლის ჭვალს.  გამოცდილი ექიმი, თირკმლის ჭვალის დროს (ანუ, როგორც  ხალხში  ეძახიან - კენჭის  გავლის  დროს), პირველ ეტაპზე შიშობს -ხომ არ არის, ეს თირკმლის ინფარქტი. გამოუცდელი ექიმი  კი, უშიშრად  აკეთებს  გამაყუჩებელს. თირკმლის  ინფარქტი,  ხშირად, სრულიად უმტკივნეულოდ მიდის. ხან არის  ასეთი შემთხვევა: თირკმლების არეში ტკივილი, მცირე ჰემატურია ანუ ერითროციტები  შარდში, ტემპერატურა,  წნევის მატება. ეს, ხშირად, ჰგონიათ თირკმლის ანთება. მაგრამ, თუ გულის დაავადების ფონია, ეს უხშირესად არის, თირკმლის სისხლძარღვების  ემბოლია და თრომბოზი.  საერთოდ, ექიმი, მით უფრო ბედნიერი და დაუძაბავია, რაც ნაკლები იცის. სისხლი  შარდში, არის რევმატიზმის  დროს, თან  ახლავს თირკმლების ტკივილი. ამ  დროს თირკმლის სისხლძარღვების ანთებაა. შარდში სისხლდენები ( გარდაცვალებებიც) არის ანტიკოაგულანტების (თრომბის საწინააღმდეგო) მედიკამენტების,  არა  რაციონალური გამოყენების დროს. სისხლდენა  შარდში არის აგრეთვე:  სხვადსხვა, სისხლის სისტემის დაავადების დროს.  ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლის დროს, ენდომეტრიოზის დროს. შეიძლება ადამიანმა, ბევრი ჭარხალი ჭამოს და შარდი სისხლისფერი გახდეს. ეს არ არის ჰემატურია. ასევე, ამას აკეთებს ზოგიერთი მედიკამენტი. პირველადმა   ჰემატურიამ  არ  უნდა შეგაშინოთ, მაგრამ  ფხიზლად  უნდა  იყოთ და მიზეზი დადგინდეს. განსაკუთრებით საყურადღებოა, ხშირი განმეორებადობა. თუ საშარდე მილის ტრავმაა, მაშინ  სისხლი შარდის გარეშე მოდის  -- წვეთობით  ან ნაკადით. სისხლიანი შარდის  დროს, ავადმყოფის  ზედმეტი მოძრაობა  უნდა შეიზღუდოს. თუ ავარიული თირკმლის მძიმე ტრავმაა, მაშინ ქირურგის დახმარება სასწრაფოა. დროული ყურადღებით და სწორი მკურნალობით, ყველაფერი განკურნებადია.

'.$TEXT['print'].'