30 წლის მამაკაცს სიდედრის ცემისათვის სამწლიანი პატიმრობა ემუქრება
ავტორი: თამუნა გაფრინდაშვილი
30 წლის მამაკაცს სიდედრის ცემისათვის სამწლიანი პატიმრობა ემუქრება

ოზურგეთში 30 წლის მამაკაცს სიდედრის ცემისათვის ასამართლებენ

დღეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სოფ.მერიაში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) მცხოვრები 30 წლის ბრალდებული ტ.თ.-ს მიმართ წარმოებული საქმის წინასასამართლო სხდომა ჩატარდა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, 2017 წლის 29 ივლისს, ტ.თ-მ ,რომელიც მაშინ პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, მეუღლისა და სიდედრის მიმართ განახორციელა ძალადობა, ორთავეს მიაყენა ფიზიკლური შეურაცხყოფა.

პროკურორის განცხადებიტ, ამ ფაქტის დამადასტურებელი სამედიცინო დასკვნაც არსებობს.

ამ ეტაპისთვის ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობს და ამბობს,რომ ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ შელაპარაკებას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხ. მეორე ნაწ. ბ. და გ. ქვეპუნქტების თანახმად ბრალდებულს 1 დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

'.$TEXT['print'].'