"ქართული ოცნება" ორად ჩოხატაურშიც გაიყო
ავტორი: გურიის მოამბე
"ქართული ოცნება" ორად ჩოხატაურშიც გაიყო

მმართველი პარტიის ნახევარს "სწორად შენება" გოჩა მეგრელიშვილთან ერთად მოუნდა

"აშენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი თანამებრძოლებთან ერთად დღეს გურიაში იმყოფებოდა და დაბა ჩოხატაურში ადგილობრივ მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი გოჩა მეგრელიშვილი წარუდგინა

გამგეობის უკან პარკში შეკრებილმა 150 მდე მხარდამჭერმა მოძრაობის ლიდერების კახა შარტავასა და ნინო გურიელის გამოსვლებს მოუსმინეს.

ადგილობრივებს სიტყვით, ასევე, მერობის კანდიდატმა ჩოხატაურში, გოჩა მეგრელიშვილმაც მიმართა.

უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ჩოხატაურში, ისევე როგორც გორსა და დმანისში ისინი გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.

 

'.$TEXT['print'].'