"მერცხალის" ფრე აბაშაში და ჩოხატაურელთა პირველი მარცხი
ავტორი: გურიის მოამბე
"მერცხალის" ფრე აბაშაში და ჩოხატაურელთა პირველი მარცხი

დღეს საქართველოს ფეხბურთელთა პირველობის რეგიონალლიგაში მორიგი, მე-19 ტურის მატჩები გაიმართა.

ოზურგეთი ცხრილში მეზობლად მყოფ აბაშის "ზარას" სტუმრობდა და ფრე 0-0 ითამაშა, გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა ჩოხატაურის "ბახმარომ" კი პირველი მარცხი განიცადა. ჩოხატაურელები ხელვაჩაურში, უშუალო მდევართან, ადგილობრივ "მაჭახელასთან" 0-2 დამარცხდნენ, "ბახმარომ"ლიდერობა შეინარჩუნა თუმცა "მაჭახელა" კიდევ უფრო მიუახლოვდა.

ჩოხატაურელტა ბედად ვერ მოიგო მეორეადგილოსანმა "ლესიჭინემ". რომელმიც "ხიხანს" დაუხვდა და მოულოდნელი ორი ქულა დაკარგა.

მომდევნო მატჩებს ოზურგეთი საკუთარ მუნიციპალურზე 2 ოქტომბერს გამართავს და "სამგურალი 2"-ს უმასპინძლებს, "ბახმარო" კი ასევე 2 ოქტომბერს საკუთარ "ბორის პაიჭაძეზე" ბაღდათის "საირმეს" მიიღებს.

'.$TEXT['print'].'