პოლიციის დაუმორჩილებლობისათვის მოქალაქეს 250 ლარი ჯარიმა დაეკისრა
ავტორი: თამუნა გაფრინდაშვილი
პოლიციის დაუმორჩილებლობისათვის მოქალაქეს 250 ლარი ჯარიმა დაეკისრა

ქალაქ ოზურგეთში მცხოვრებ 42 წლის ალექსანდრე კოლდარს ოზურგეთის სასასმართლომ ნასვამ მდგომარეობაში პოლიციის დაუმორჩილებლობისათვის 250 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა.

დღეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში (მოსამართლე ნანა ჯოხაძე) შედგა სასამართლო პროცესი ალექსანდრე კოლდარის წინააღმდეგ ,რომელსაც ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლების თანახმად წაუყენეს. (წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის თანამშრომლისადმი დაუმორჩილებლობა)

შსს-ს თანამშრომლის განცხადებით, 2017 წლის 25 სექტემბერს, ნიკოლაძის ქუჩაზე ღამით,საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა შეაჩერა ტოიოტას მარკის ავტომობილი,საიდანაც გადმოვიდა ბრალდებული.იგი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა შსს-ს თანამშრომლებს.

ბრალდებულმა აღნიშნული  სამართალდარღვევა აღიარა და ბოდიში მოიხადა. მას 250 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

'.$TEXT['print'].'