ბურძგლას საქმეზე პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკება მიმდინარეობს
ავტორი: გურიის მოამბე
ბურძგლას საქმეზე პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკება მიმდინარეობს

დღეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში(მოსამართლე ბიძინა სტურუა)შედგა სისხლის სამართლის პროცესი ლანჩხუთში მაცხოვრებელი 19 წლის თ.ბურძგლას წინააღმდეგ.

მას ბრალი 120,238 პრიმა მუხ.1 და 2 ნაწ. და 273 მუხლებით აქვს წარდგენილი(განზრახ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენება,ცივი იარაღის ტარება,პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობით,უკანონო დამზადება,შეძენა, შენახვა)

 

ბრალდებული აღიარებს დანაშაულს. ამ ეტაპისთვის პროკურატურასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება  საპროცესო შეთანხმების მისაღწევად.

'.$TEXT['print'].'