ოზურგეთში ცესკოს ტრენერი კომისიის წევრებს ამომრჩევლის ხმის მიცემის პროცესის ფოტოგადაღების კანონიერებას უმტკიცებს
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში ცესკოს ტრენერი კომისიის წევრებს ამომრჩევლის ხმის მიცემის პროცესის ფოტოგადაღების კანონიერებას უმტკიცებს

ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელი, ცესკოს ტრენერს, ლია ნიკოლაიშვილს, საუბნო საარჩევნო კომისიი წევრებისათვის გამართულ ტრენინგზე, კანონსაწინააღმდეგო ქმედებების პროვოცირებაში ადანაშაულებს:

"რამდენიმე უბნის კომისიის წევრებმა დაგვიდასტურეს, თანაც 10 მეტმა კომისიის წევრმა, რომ ცეესკოს ტრენერი მათ უმტკიცებდათ თითქოსდა ამომრჩევლის ხმის მიცემის მომენტში ამ პროცედურისათვის სურათის გადაღება კაბინაში შესაძლებელია ამორჩევლის მიერ - ეს არის ის მომენტი, რამაც ჩვენი განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია, რადგან ხელისუფლება სწორედ ამ გზით აპირებს ამომრჩევლის დატერორებას"-გვიხსნიან "გურიის მოამბეს" ოპოზიციაში.

"ცესკოს ტრენერი კატეგორიულად უმტკიცებდა უბნის კომისიის წევრებს, რომ ამომრჩევლის მიერ კაბინაში  სურათის გადაღება შესაძლებელი იყო კანონმდებლობით" გვიმტკიცებენ ოპოზიციაში.

ჩვენ კომენტარისათვის ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ზვიად თენიეშვილს დავუკავშირდით, სწორედ ოზურგეთის სდაუბნო საარჩევნო კომისიებში ატარებს ტრენინგებს ნიკოლაიშვილი:

"გამორიცხულია ბატონო რამდენი წელია ამaს შვება და ახლა მოუნდა მაინცადამაინც, ეტყობა მაგენმა ვერ გაიგეს სინამდვილეში იტყოდა, რომ არის ადგილები საიდანაც არის შესაძლებელი გადღებაო"-გვითხრა თენიეშვილმა, რომლის მეუღლეც ასევე ცეესკოს ტრენერია ნიკოლაიშვილთან ერთად, და ოპოზიციის განცხადებას არარეალური უწოდა.

ცნობისათვის ადგილობრივი არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს გაიმართება და მის მასში ამომრჩევლები პირდაპირი წესით მუნიციპალიტეტის მერებს (გამგებლებს) აირჩევენ, და ასევე აირჩევენ მუნიციპალურ საკრებულოებს, როგორც მაჟორიტარული ასევე პროპორციული წესით, ანუ თითოეული ამომრჩეველი სამ ბიულეტენს მიიღებს, ერთში მისთვის სასურველ მერობის კანდიდატს შემოხაზავს, მეორეშე მისთვის სასურველ პარტიას და მესამეში მისთვის სასურველ მაჟორიტარს.

'.$TEXT['print'].'