მოატყუეს თუ არა ოზურგეთის მერმა და მთავარმა არქიტექტორმა ინვესტორი
ავტორი: გურიის მოამბე
მოატყუეს თუ არა ოზურგეთის მერმა და მთავარმა არქიტექტორმა ინვესტორი

ემუქრება თუ არა ჯერ კიდევ არაშენებულ ნაგებობას დემონტაჟი

ფაქტია, რომ ქალაქ ოზურგეთში მშენებლობის კუთხით ძალიან ბევრი საკითხია შესასწავლი და სრული ქაოსია სამართალდამცავების მხრიდან შესაბამისი კონტროლის არ არსებობის პირობებში. მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხები კომპლექსურ შესწავლას საჭიროებს შემდგომ კვლევებს სპეციალური კომპეტენციის ორგანოების მხრიდან, რომლებიც წესით უნდა დაინტერესდნენ რადგანაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სამოხელეო ტიპის სისხლის სამართლის დანაშაულს, კერძოდ ქრთამის აღებას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და მითვისება/გაფლანგვას. ასევე უნდა დაინტერესედნენ ნაგებობების მესაკუთრეები, რადგანაც შესაძლოა მოხდეს შენობების დემონტაჟი.

ოზურგეთის აგრარული ბაზრის მიმდებარედ გურიის ქუჩაზე არსებული ორსართულიანი უნივერსამის შენობის მესაკუთრე გახლდათ შპს მერკური. 2017 წლის მარტში ლამზირა კოროშინაძემ შპს მერკურის მეწილეებისაგან გამოისყიდა 100% წილი. ამავე პერიოდიდან დაიწყო შენობის გადაკეთება, მთლიანად მოიშალა მეორე სართული და დაიწყო მშენებლობა. ჩვენი ინფორმაციით, მესაკუთრის წარმომადგენელმა ოზურგეთის მერთან და მთავარ არქიტექტორთან შეათანხმა შენობის შესყიდვა და მათგან მიიღო გარანტიები, შემდგომში მშენებლობის დაპროექტებაში ხელი რომ არ შეშლოდა და ასევე მათივე თხოვნით მათთვის სანდო საპროექტო დაწესებულებას მიმართა შენობის დაპროექტებისათვის.

თუ კი იმ ადგილზე გაგივლიათ ადვილად შეამჩნევდით, რომ მშენებლობის მოცულობიდან და ხასიათიდან გამომდინარე იგი განეკუთვნება მესამე კლასის ნაგებობას, რადგანაც მისი ორივე სართულის ფართი 600 კვადრატულ მეტრამდეა. ხოლო საინფორმაციო დაფაზე, რომელიც შენობის წინაა განთავსებული აღნიშნულია, რომ შენობა მეორე კატეგორიისაა. ცნობისათვის სართულების ჯამური რაოდენობის ფართი თუ 300 მ2-ზე მეტი ფართობისაა შენობა მესამე კატეგორიას განეკუთვნება, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი განსხვავებაა შენობის დაპროექტებაში, კერძოდ მესამე კლასის ნაგებობის პროექტი უფრო რთულია და იგი უნდა შეიცავდეს უფრო მეტ კომპონენტს ვიდრე მეორე კალისის ნაგებობის პროექტი. მაგალითისათვის - მშენებლობის ორგანიზების პროექტში დეტალურად უნდა იქნეს ასახული მშენებლობის განხორციელების პირობები: - II კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობისას - მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 5 ეტაპი; ხოლო  III კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობისას – მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 10 ეტაპი;

ასევე საქართველოს მთავრობის 28.01.2016 წელს მირებული #41 დადგენილება ადგენს საკმაოდ მრვალრიცხოვან უსაფრთხოების მოთხოვნებს მესამე კლასის ნაგებობისათვის, კერძოდ ესაა უსაფრთხოების ორასამდე მოთხოვნა, რომელსაც მეორე კალსის შენობა ნაგებობის პროექტს არ სჭირდება. მაგალითად სახანძრო უსაფრთხოება, მისასვლელი გზები და ა.შ.

კანონმდებლობის მიხედვით (საქართველოს მთავრობის 24.03.2009 წლის #57-ე დად­გენილება) შენობა ნაგებობის კლასების განისაზღვრება შემდეგნაირად:

- II კლასს  განეკუთვნება- განაშენიანების ინტენსივობის (სიმჭიდროვის) კოეფიციენტით K-2-ით განსაზღვრული ან იმ ზონაში, სადაც  K-2 არ განი-საზღვრება – სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური 300 მ2-მდე ფართობის, 5 მ-დან 12 მ-მდე სი-მაღლისა  და  გრუნტის  ზედაპირიდან  საშუალოდ  2 მ-დან 4 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა

- III კლასს განეკუთვნება: - განაშენიანების ინტენსივობის (სიმჭიდროვის) კოეფიციენტით K K-2-ით განსაზღვრული ან იმ ზონაში, სადაც K-2 არ განისაზღვრება – სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური 300 მ2-დან 6 000 მ2-მდე  ფართობის, 12 მ-დან 22 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის  ზედაპირიდან  საშუალოდ 4 მ-ზე მეტი ჩაღრმავების მქონე შენობა;

ზემოხსენებულიდან გამომდინარე მესამე კლასის პროექტი უფრო ძნელი დასაპროექ­ტებელია და საჭიროებს დამატებით ექსპერტიზას, ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვნად ზრდის დაპროექტების ხარჯებს. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ მეორე კლასის პროექტს მესამე კლასთან შედარებით უფრო ნაკლები მუშაობა და თანხა სჭირდება, სპეციალისტების განმარტებით ორივე კომპონენტში მნიშვნელოვანი განსხვავებაა და დამპროექტებელმა შენობის მესაკუთრის ხარჯზე მნიშვნელოვანი ეკონომია გააკეთა და დიდი ალბათობით ასეთი ხერხით თანხა მიითვისეს.

ყველაფერმა ამან კი შესაძლებელია შენობას მისი აშენების შემდეგ სერიოზული პრობლემები შეექმნას დაპროექტებისათვის საჭირო დოკუმენტაციის არ ქონის გამო და საერთოდ მოხდეს მისი დემონტაჟი. 

 


'.$TEXT['print'].'