მაკვანეთში მომხდარ მკვლელობაზე დაკავებულს 10 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ავტორი: თამუნა გაფრინდაშვილი
მაკვანეთში მომხდარ მკვლელობაზე დაკავებულს 10 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

დღეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში,სოფ.მაკვანეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებული ბოლო სასამართლო პროცესი გაიმართა. ზაზა გოლიაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული  გიორგი ვაშალომიძე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის თანახმად,  სასამართლომ დამნაშავედ სცნო და  10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2017 წლის 12 მაისს სოფ. მაკვანეთში მოხდა მკვლელობა. ბრალდებულმა გ. ვაშალომიძემ მისი მეზობლის ზ.გოლიაძის მიმართ განახორციელა გასროლა სანადირო თოფიდან რასაც შედეგად ზ.გ.-ს გარდაცვალება მოჰყვა.

გარდაცვლილი გოლიაძის მეუღლე, "გურიის მოამბესტან" მომხდარის დეტალებს იცხსენებდა: 

"2017 წლის 12 მაისს, მკვლელობის დღეს, მე ვიყავი დედასთან ლანჩხუთში. ავად იყო, დამირეკა და ამისთვის წავედი. გიორგი ვაშალომიძე მოსულა ზაზასთან და ბენზინი უთხოვია. ზაზას უარი უთქვამს არ მაქვსო. მაშინ "რაფი" (მიკროავტობუსი) მათხოვეო. უარი უთხრა, ერთხელ რომ გაგატანე, ქალაქში ჩავალო მითხარი და 10 დღე ბახმაროშიმასდევნინე, დაშლილი ჩამომიყვანე მანქანა და ვერ გათხოვებო. ვაშალომიძემ, გაბრაზებულმა ჩე4მი ქმრის უარით, საკუთარი მანქანიდან, რომლითაც იყო მოსული, ამოიღო სანადირო თოფი და "რაფის" საწვავის ავზსს მოარტყა. ვაშალომიძე მთვრალიიყო იმ დღეს.ჩემი მეუღლე ძლივს გადაურჩა მაშინ ტყვიას.

ჩემი შვილი 23 წლისაა, ცეკვავს სუხიშვილებში, თბილისში იყო წასული, დაურეკა ჩემმა მეუღლემ ჩემს შვილს და უთხრა, ასეთი მდგომარეობაა, ესროლა საწვავის ბაკს, დამემუქრა მოგიკლავ შენს შვილს, არ ჩამოხვიდე ცოტა ხანი, მოერიდე ამსიტუაციას, და მე თვითონ ვეცდები მოვაგვაროო. ეს ბიჭი სულ იარაღით დადიოდა. ნასვამ მდგომარეობაში იყო ძალიანუმართავი, არააადექვატური პიროვნება. 

ვფიქრობ, რომ მას განზრახული ქონდა ზაზას მკვლელობა. ერთი კვირის განმავლობაში დავსდევდი, მომენტი რომჩავარდნოდა მისი მოკვლის.

2017 წლის 12 მაისს საღამოს 22 საათზე, მან დაურეკა ჩემს მეუღლეს, გამოდი ბოდიში უნდა მოგიხადოო. ჩემი მეუღლე იყომეზობელთან, დავით ქორიძესთან, მოტყუებით გამოიყვანა ზაზა სახლიდან.  მანქანიდან ამოიღო თოფი, ახლო მიბჯენით,დაახლოებით 2 მეტრიდან, ესროლა ზურგიდან, თოფი რომ ამოიღო მკვლელმა, ზაზა უცებ შენაბრუნებია და ჩააძახა ახლაშენი ერთი შვილის ჯერიაო. ჩემს შვილს ეძებდა. სანამ მკვლელობა მოხდებოდა ლიხაურშიც ეძებდა ერთ ადამიანსმოსაკლავად, ვისთანაც ადრე ჰქონდა კონფლიქტი. რამდენიმე ადამიანი ჰყავს დანაჭარი. მანქანა რომ იყიდა და მოაკითხაპატრონმა ფულისთვის, ცეცხლი გაუკიდა და  იდგა  თოფით ხელში, რომ ცეცხლის ჩაქროფის უფლება არ მისცა მეზობლებს.

ზაზა რომ დავარდა ფეხი გაუკრავს მკვდარი არის თუ არაო. ეს ჩვენებაშიც უწერია. 

მანამდე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ხშირი სტუმარი იყო ჩვენი. 

გამოძიება მიმდინარეობს 108-ე მუხლით განზრახ მკივლელობა. 

რაც შეეხება მისი ცოლის ჩვენებას, ეს ბიჭი მანამდე იყო ნაცემი. მეტალი ჩაარტყეს თავშიო. ეს ბიჭი სხვისგან იყო ნაცემი. დაგამოიყენეს ახლა. მეზობლები არიან ჩვენი. ჩვენს მიმართ აქეთ არიან პრეტენზიებზე. გაჩუმდნენ და დამნაშავედ იგრძნონთავი, არც გვერიდებიან. სინანული მაინც ხომ უნდა დაგვანახონ. მესმის, რომ არც ერთ მშობელს არ უნდა ასეთი შვილიჰყავდეს, არც სახლში არ მივარდნილვართ და არაფერი დაგვიშავებია., ჩვენს ტკივილს ვებრძვით, ხომ უნდა მოგვერიდონცოტა? 

ჩემი მეუღლე ძალიან კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა სოფელში. მთელს სოფელს სტკივა გული, ისეთი მეგობრული დაერთგული ადამიანი იყო, ოჯახის მარჩენალი გამოგვაცალა ხელიდან. მთელი ცხოვრება შრომობს, შრომით მიაღწიაყველაფერს. მეზობლებმა წაიყვანეს ჩემი მეუღლე სააავადმყოფოში ვერაფერი ვერ უშველეს უკვე გარდაცვლილი იყო .

ეს მონათხრობი არის აბსოლუტურად მოგონილი, სიცრუე და ჭორი,.. ამ "რაფის" და საწვავის უარის თქმაზე არისმიზანმიმართულად მოკლული. ბრძოლა არის ახლა იმაზე, რომ გამოძვრეს ამ მდგომარეობიდან და მისცენ ნაკლებისასჯელი.

ჩემი მეუღლე აფახაზეთის ომის მონაწილე იყო,.

სამშობლოსთვის იბრძოდა. ვეტერანი იყო. ერთი შვილი მყავს. დატოვა ანსამბლი და წამოვიდა. მარტო ვერ მტოვებს გულიმწყდება ამის გამო ძალიან"-ყვება მოკლულის მეუღლე.

ერთ-ერთ პროცესზე  მოწმის სახით დაკითხული ბრალდებულის მეუღლე სოფიო კვირკველია კი შემდეგს ყვებოდა: 

მისი განცხადებით, მკვლელობამდე 10 დღით ადრე. მოკლულის ოჯახიდან განხორციელდა 112 ის მეშვეობით საპატრულო პოლიციის გამოძახება აწ გარდაცვლილ ზაზა გოლიაძესა და მის მეუღლეს შორის წარმოშობილი ოჯახური კონფლიქტის  საფუძველზე.

გარდაცვლილის ოჯახში მომხდარი კონფლიქტის გასარკვევად, მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით ბრალდებული გ.ვაშალომიძე მივიდა აწ გარდაცვლილის სახლში და ჰკითხა თუ რა პრობლემა ჰქონდა. ამ დროს იგი წვერს იპარსავდა და კითხვით გაღიზიანებულმა ქაფიანი წყალი სახეში შეასხა. შემდეგ დაედევნა და მეტალის საგანი თავში ჩაარტყა, რითაც ფიზიკური ზიანი მიაყენა.

იმავე დღეს, აღწერილი კონფლიქტის შემდგომ, ბრალდებულმა ესროლა ზ.გ.-ს რომელიც საკუთარ მიკროავტობუსში იჯდა და შემთხვევით გადაურჩა ტყვიას. მომხდარის შემდგომ მეზობლები კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს,რასაც გ.ვ.-ს მიერ თოფიდან გასროლა და ზ.გ.-ს მკვლელობა მოჰყვა. ბრალდებული ბრალს აღიარებს და ინანიებს.

მოსამართლემ ბრალდებულის ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენილი ვერსია არადამაჯერებლად ჩათვალა და დაცვის მხარის  შუამდგომლობა, ბრალის შემსუბუქებასთან დაკავშირებით დაკმაყოფილებული არ იქნა. 

 

'.$TEXT['print'].'