სასამართლომ გოჩა გაფრინდაშვილი უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაანთავისუფლა
ავტორი: გურიის მოამბე
სასამართლომ გოჩა გაფრინდაშვილი უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაანთავისუფლა

გოჩა გაფრინდაშვილი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ. იგი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან  დაუყოვნებლივ გაანთავისუფლეს. 

დღეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში გოჩა გაფრინდაშვილის მიმართ წარმოებული საქმე დასრულდა. გია კილანავას განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს ,ვერც ერთი პირდაპირი მტკიცებულება ვერ წარუდგინეს.

როგორც სასამართლო პროცესზე მოწმეებმა განაცხადეს(მათ შორის ხარიტონ დათუნაშვილმა და ასევე თავად დაზარალებულმა გია კილანავამ ) მათ ვერ მოახერხეს ბრალდებულის ამოცნობა.ხოლო რაც შეეხება სასამართლომდე გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებებსა და დაკითხვის ოქმებს,მოწმეთა მტკიცებით ისინი არ შეესაბამება სიმართლეს.ყველა მოწმემ სასამართლო პროცესზე დაკითხვისასუარყო გოჩა გაფრინდაშვილის ამ საქმესთან რაიმე სახით კავშირი.ასევე ისინი გამოძიების პროცესში პოლიციის მხრიდან ზეწოლაზეც საუბრობდნენ.

როგორც პროკურორმა განაცხადა, მოწმეებზე არა პოლიციის,არამედ, ბრალდების მხრიდან იქნა მიგზავნილი უცნობი პიროვნება,რომელმაცფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინა მათზე და აიძულა ჩვენებები შეეცვალათ. თუმცა ზემოდხსენებული ფაქტი არ გამოძიებულა და არ დადასტურებულა.

მოსამართლემ ადგილზე თათბირით მიიღო გადაწყვეტილება და ბრალდებული გოჩა გაფრინდაშვილი უდანაშაულოდ სცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება მან პირდაპირ მტკიცებულებათა არ არსებობის საფუძველზე გამოიტანა.

ოზურგეთში მომხდარ დაჭრის საქმეზე მოწმემ საკუთარ ჩვენებაზე უარი თქვა
ავტორი: თამუნა გაფრინდაშვილი
ოზურგეთში მომხდარ დაჭრის საქმეზე მოწმემ საკუთარ ჩვენებაზე უარი თქვა

აღნიშნულ საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 2017 წლის 5 სექტემბერს ჩატარდება, დაიკითხება დაზარალებული გ.კ. რომელიც აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე იმყოფება მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაში და ვერ გადაადგილდება. დაკითხვა მისი ბინიდან სასამართლო პროცესზე ტექნოლოგიური საშუალებებით, პირდაპირი ჩართვით  განხორციელდება. ასევე მოხდება დაზარალებული გ.კ.-ს მიერ ბრალდებული გ.გ.-ს ამოცნობა.

2017 წლის 12 თებერვალს, ოზურგეთის რაიონის სოფ.დვაბზუს ტერიტორიაზე "ბახვი ჰესის" თანამშრომელი გია კილანავა ავტომატური იარაღიდან მრავალმხრივი გასროლით დაჭრეს. მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით, პოლიციამ მოგვიანებით ოზურგეთშიუ მცხოვრები გოჩა გაფრინდაშვილი დააკავა და მას ბრალი მომ,ხდარში ოფიციალუირად წაუყენა.

გამოძიებამ ბრალი გაფრინდაშვილს რამდენიმე მოწმის ჩვენების საფუძველზე წაუყენა, თუმცა, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში დღეს გამართულ სასამართლო (მოსამართლე ბიძინა სტურუა) პროცესზე დაკითხულმა მოწმემ თავისი გამოძიების დროს მიცემული ჩვენება უარყო და განაცხადა, რომ გოჩა გაფრინდაშვილი მას საერთოდ არ უხსენებია და საიდან მოხდა მის ჩვენებაში ეს სახელი და გვარი მისთვის გაუგტებარია.

მოწმემ ა.კ.-მ . განაცხადა, რომ, იმ დღეს როდესაც აღნიშნული ფაქტი მოხდა,მან საკუთარი ბავშვი  ავერსის კლინიკაში ჯანმრთელობის პრობლემების გამო მიიყვანა,სადაც მან დაზარალებული ხ.დ ნახა და ჰკითხა თუ რისთვის იმყოფებოდა საავადმყოფოში. დაზარალებულმა აუხსნა, რომ იგი საავტომობილო ტრასაზე მოძრაობდა და ამ დროს ვიღაც მისთვის უცნობმა  პიროვნებამ გააჩერებინა მანქანა და ავტომობილში მჯდომ გ.კ.-ს რამოდენიმეჯერ ესროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან. ა.კ. შემდგომში დაკითხულ იქნა ოზურგეთის პოლიციის თანამშრომლის მიერ. მის მიერ მიცემულ ჩვენებაზე ხელმოწერამდე  მოწმემ გადაიკითხა ჩვენება, სადაც დანაშაულის ჩამდენად ნახსენები იყო ბრალდებული გ.გ.  ა.კ.-მ უარი განაცხადა აღნიშნულ ჩვენებაზე ხელის მოწერაზე,რადგანაც მისთვის არ იყო ცნობილი თუ ვინ იყო თავდამსხმელი და საერთოდაც არ იცნობდა ამ პიროვნებას:

„მე საიდან უნდა მცოდნოდა ბოროტმოქმედის სახელი და გვარი,როცა ავერსის კლინიკაში ხ.დ-სთან საუბრისას მან მითხრა,რომ თავდამსხმელი მისთვის უცნობი პიროვნება იყო.ხ.დ-ს რომ სცოდნოდა პიროვნების ვინაობა მე არ დამიმალავდა და აუცილებლად მეტყოდა,მაგრამ როგორც გითხარით ბოროტმოქმედი მისთვისაც უცნობი პიროვნება იყო“-თქვა ჩვენების მიცემისას ა.კ.-მ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში.

აღნიშნულ საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 2017 წლის 5 სექტემბერს ჩატარდება, დაიკითხება დაზარალებული გ.კ. რომელიც აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე იმყოფება მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაში და ვერ გადაადგილდება. დაკითხვა მისი ბინიდან სასამართლო პროცესზე ტექნოლოგიური საშუალებებით, პირდაპირი ჩართვით  განხორციელდება. ასევე მოხდება დაზარალებული გ.კ.-ს მიერ ბრალდებული გ.გ.-ს ამოცნობა.

"გურიის მოამბე" არქივი 12 თებერვალი; 2017 წელი;

სოფელ დვაბზუში დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით 40 წლის მამაკაცი დაჭრეს. დაშავებული, რომლის ვინაობა ადგილობრივებისთვის უცნობია, მრავლობითი ჭრილობებით ოზურგეთის კლინიკაშია გადაყვანილი.

ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. შემთხვევის ადგილზე ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

დღეს, დღის 15 საათზე, გამოძიებისათვის ჯერჯერობით დაუდგენელი პირების მიერ, ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილული "ბახვი ჰესის" უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გია კილანავას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ოზურგეთის "მედალფას" კლინიკიდან აცნობეს, სადაც დაჭრილს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია რამდენიმე საათს გასტანა და ცოტა ხნის წინ დასრულდა. გია კილანავას, დღეს, დაახლოებით დღის 15 საათზე, ოზურგეთი -ცხემლისხიდის საავტომობილო გზის, დვაბზუს მონაკვეთზე, ცეცხლსასროლი იარაღით მუცლისა და ბარძაყის არეში მარავალმხრივი ჭრილობები მიაყენეს. ის საავადმყოფოში ახლობლებმა გადაიყვანეს.

 

'.$TEXT['print'].'