ექსკლუზივი: შოთა გოგიბერიძემ კანდიდატურა კოტე შარაშენიძის სასარგებლოდ მოხსნა
ავტორი: გურიის მოამბე
ექსკლუზივი: შოთა გოგიბერიძემ კანდიდატურა კოტე შარაშენიძის სასარგებლოდ მოხსნა

ოზურგეთის მერობის კანდიდატმა, შოთა გოგიბერიძემ, კანდიდატურა დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის სასარგებლოდ მოხსნა. 

ამის შესახებ გოგობერიძემ "გურიის მოამბეს" განუცხადა. 

:მე მოვხსენი კანდიდატურა ჩემი მეგობრის, კონსტანტინე შარაშენიძის სასარგებლოდ"-გვითხრა გოგიბერიძემ.

შოთა გოგიბერიძე 2014 წელს პარტია "პატრიოტთა ალიანსიდან" ოზურგეთის მერობისთვის იბრძოდა, ის "ოცნების" კანდიდატთან, ბეგლარ სიორიძესტან მეორე ტურში დამარცხდა. 

გოგიბერიძემ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმათა 42%-ი მიიღო. 

მიღებული გადაწყვეტილების შესახებ გოგიბერიძე საოლქო საარჩევნო კომისიას ხვალ ოფიციალური განცხადებით მიმართავს. ხვალვე ჩაატარებს ბრიფინგს, სადაც ამავე თემაზე ისაუბრებს. 

'.$TEXT['print'].'