ლაითურში (ოზურგეთი) მცხოვრებ ებრაელ ბიზნესმენს კვლავ თავს დაესხნენ
ავტორი: გურიის მოამბე
ლაითურში (ოზურგეთი) მცხოვრებ ებრაელ ბიზნესმენს კვლავ თავს დაესხნენ

ოზურგეთის რაიოონის სოფელ ლაითურში მცხოვრები ებრაელი ბიზნესმენი იგორ ასკაროვი აცხადებს, რომ მისი მკვლელობა სცადეს, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს ქართველ სამართალდამცავთა სურვილს, რომ მან დატოვოს სოფელი.

ასკეროვი Facesbook-ში საქართველოს მთავრობისადმი ღია წერილს აქვეყნებს და კიდევ ერთხელ მიმართავს შესაბამის უწყებებს რეაგირებისთვის.

ასკაროვი წერილში აღნიშნავს, მის სახლთან ლაითურელების სტუმრობა სიახლეს არ წარმოადგენს, რადგან, მისი თქმით, ეს დღეში ერთხელ, ან ორჯერ მიანც ხდება. თუმცა გუშინ მასთან ადგილობრივები სამჯერ იყვნენ მისულები.

ბოლო „ვიზიტისას“ კი, ასკაროვის თქმით, ადგილობრივმა მერაბ შანიძემ, მას კისერთან წალდი მიადო. თუმცა, ებრაელი ბიზნესმენის თქმით, მან შეძლო შანიძისთვის წალდის წართმევა და გადაგდება.

ასკეროვი ღია წერილში აღნიშნავს,რომ მისთვის გასაკვირი იყო, რომ თავდამსხმელმა საკუთარი ვინაობა გაუმხილა, რადგან, ასკეროვის თქმით, „აქ ეს მიღებული არ არის“.

„ეს ყველაფერი საეჭვოა. ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანები ამტკიცებენ, რომ ყველაფერი ეს ნიშნავს იმას, რომ ჩემი „გაქრობა“უნდათ. დიდი ხანია საკუთარი სახლიდან არ გავდივარ, ვცდილობ არავის შევეფეთო, რომ პროვოკაციები ავირიდო“,-წერს ბიზნესმენი.

ბიზნესმენი ეჭვობს, რომ მსგავსი ქმედება უკავშირდება პროკურატურის, ან პოლიციის მცდელობას, რომ იგი დააშინონ და დაატოვებინონ სოფელი.

„მე უბრალოდ ებრაელი კი არ ვარ, არამედ ისრაელელი ვარ, შესაბამისად, არ დავნებდები. პროკურატურის ან პოლიციის უსუსური მცდლება, რომ შემაშინონ, აბსოლუტურად არაეფექტურია“,-აღნიშნავს იგორ ასკეროვი.

ებრაელი ბიზნესმენი იგორ ასკაროვი, გურიაში, სოფელ ლაითურში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. მას ლაითურში მილიონიანი ინვესტიცია აქვს განხორციელებული და 1500 ჰექტარზე მოყავს სხვადასხვა ხილის კულტურა, დასაქმებული ჰყავს ადგილობრივი მოსახლეობა. ასკაროვი წლებია ქართველ სამართალდამცავებსა და ზოგიერთ მოქალაქეს პროვოკაციებში ადანაშაულებს. ბიზნესმენის თქმით, იგი ცილისწამებისა მსხვერპლია, აყენებენ შეურაცხყოფას ეთნიკური ნიშნით, ურბევენ მეურნეობას, სამართალდამცავთა თანდასწრებით მას არაერთხელ მიეჭრნენ სახლში, დასცინიან დავითის ვარსკვლავის ტარებისთვის, პროვოკაციის გზით იყო დაკავების მცდელობაც, უმიზეზოდ უთიშავენ ინტერნეტსა და ელექტროენერგიას. წლებია ისრაელელი ფერმერი რეაგირებისთვის მიმართავს ხელისუფლების სხვადასხვა ინსტანციას, მათ შორის პოლიციასა და პროკურატურას, მაგრამ უშედეგოდ.

 

'.$TEXT['print'].'