გულში მიყენებული სასიკვდილო ჭრილობა - ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები
ავტორი: გურიის მოამბე
გულში მიყენებული სასიკვდილო ჭრილობა - ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები

პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია 24 წლის ახალგაზრდა, რომელმაც სავარაუდოდ, ოზურგეთში მერაბ ხაჟოnია საკუთარ ავტომობილში მოკლა. გულში მიყენებული სასიკვდილო ჭრილობით 45 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

მკვლელობა ოზურგეთში დღეს საღამოს მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, 45 წლის მამაკაცი მისივე ავტომობილში ცივი იარაღით მოკლეს. 

შემთხვევის ადგილზე, ამ დრომდე, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. თვითმხილველთა ინფორმაციით, გარდაცვლილთან ერთად ავტომობილში ქალბატონიც იმყოფებოდა, რომელიც თავდასხმის უშუალო თვითმხილველია. მომხდარიდან მალევე ის სამართალდამცველებმა დაკითხვაზე გადაიყვანეს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდასხმას წინ ჩხუბი უძღოდა, გარდაცვლილს მისსავე ავტომობილში კონფლიქტი, სავარაუდოდ, 24 წლის თავდამსხმელთან მოუვიდა, რის შემდეგაც მერაბ ღაჟონიას დანა გულის არეში ჩაარტყეს. ექიმების თქმით, კლინიკაში გადაყვანის დროს ის უკვე გარდაცვლილი იყო.

მომხდართან დაკავშირებით, ამ დროისთვის სისიხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

'.$TEXT['print'].'