"კი არ მოკვდა, ბროწეული გაიხლიჩა" -პეტრე კოლხმა ლიკა ქავჟარაძეს ლექსი მიუძღვნა
ავტორი: გურიის მოამბე
"კი არ მოკვდა, ბროწეული გაიხლიჩა" -პეტრე კოლხმა ლიკა ქავჟარაძეს ლექსი მიუძღვნა

მამა პეტრე კოლხმა მსახიობ ლიკა ქავჟარაძეს ლექსი მიუძღვნა, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მ ა რ ი ტ ა

კი არ მოკვდა, ბროწეული გაიხლიჩა,
ოქტომბერში ბროწეულმა ასე იცის...
და სიყვარულს ტალახის ქვეშ მაინც იცავს,
შეცდომებზე მეტი არის დანაკლისი...

ამ სოფელმა სილამაზე ვერ დაიცვა,
წვიმა არა, ეს მარიტას ცრემლებია...
დაამძიმა ციციკორემ დედამიწა,
და სხვებიც თავს ციციკორეს ევლებიან...

არ სჭირდება ღმერთს ასეთი სამართალი,
და შიშისგან ჩრდილებიც კი ჩერდებიან...
ისე გვემეს, უიმედოდ ავად არის,
სისხლი არა, ბროწეულის წვეთებია...

პეტრე კოლხი

'.$TEXT['print'].'