"როგორც ”ნაციონალები” დაიშალნენ”, ასეთივე დაშლა ელის ”ქართულ ოცნებასაც"
ავტორი: გურიის მოამბე
"როგორც ”ნაციონალები” დაიშალნენ”, ასეთივე დაშლა ელის ”ქართულ ოცნებასაც"

"ახლა ”ქართულ ოცნებას” პოლიტიკურ ველზე წარმატების მისაღწევად შესანიშნავი პირობები აქვს. მისი მთავარი ოპონენტები თავად გაიყვნენ და ახლა მას არ უჭირს მათთან ცალ-ცალკე გამკლავება. 

ის, რომ ”ოცნება” ამ არჩევნებზე ”ნაციონალებზე” და ”ევროპელ დემოკრატებზე” გაიმარჯვებს, ეს თავად ”ნაციონალების” და ”ევროპელი დემოკრატების” დამსახურება იქნება. როგორც უკვე აღვნიშნე, იგივე ელის ”ქართულ ოცნებასაც”. როგორც ”ნაციონალები” დაიშალნენ”, ასეთივე დაშლა ელის ”ქართულ ოცნებასაც.

ჩემი აზრით, იმის გათვალისწინებით, რომ ”ქართული ოცნების” დაშლა გარდაუვალია, ახლა მთავარი ინტრიგა ისაა, არჩევნების შემდეგ ”ოცნება” თუ როგორ ნაწილებად დაიშლება. ამ არჩევნებშიც გამარჯვებული ”ქართული ოცნება” ალბათ დაიწყებს დაღმა სვლას და პარტიის შიგნით დაიწყება დაშლის პროცესები.

 პოლიტიკა ფულის გაკეთების საშუალებადაა ქცეული. ამის კარგი მაგალითია პრემიებისა და დანამატების ასე ხარბად თავისთვის გამოწერა, რასაც კარგა ხანია ვადევნებთ თვალს. პოლიტიკოსის ასეთი იმიჯისა და პოლიტიკოსის ასეთი იერსახის თვალსაზრისით ”ქართული ოცნება” მოწინავეა. თუ შეიძლება ასე ითქვას, სხვა პოლიტიკოსებიც ”ამ მოწინავეს” მიჰყვებიან. მაგრამ, ამ თვალსაზრისით მათ შორის ყველაზე წარმატებული მაინც ”ოცნებაა.” ამიტომ, ბუნებვრივიცაა, რომ მოახლოებულ არჩევნებზე სხვა პარტიები მას სათანადო კონკურენციას ვერ გაუწევენ. 

მიუხედავად ამისა, საარჩევნო გარემო მაინც კონკურენტულია იმ თვალსაზრისით, რომ ვითარება საკმაოდ მწვავეა. ამის კარგი მაგალითია უკანასკნელ წლებში ”ქართული ოცნების” საქმიანობის საკმაოდ მწვავე და კრიტიკული შეფასებები.

აქ საინტერესოა ასეთი რამ -”ქართული ოცნების” უკან დგას მართლაც ნამდვილი და წარმატებული ბიზნესმენი ივანიშვილი, ხოლო მისი საპირისპირო ძალა სააკაშვილი უკრაინაშია, სადაც იგი უკრაინელ ოლიგარქებს ებრძვის და თავისი ანტიოლიგარქიული მოძრაობის დაწყებით ირიბად უტევს ივანიშვილსაც". 

წინასაარჩევნოდ საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძეს ესაუბრა.

'.$TEXT['print'].'