ჩოხატაურში პაიჭაძის ძეგლს ხსნიან ლანჩხუთის "გურიას" ვეტერანები კი თბილისის "დინამოელებს" ასკანაში მიიღებენ
ავტორი: გურიის მოამბე
ჩოხატაურში პაიჭაძის ძეგლს ხსნიან ლანჩხუთის "გურიას" ვეტერანები კი თბილისის "დინამოელებს" ასკანაში მიიღებენ

დღეს, 12:00 საათზე, ჩოხატაურში ბორის პაიჭაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, ლანჩხუთის გურიასა და ოზურგეთის მერცხალის ახალგაზრდულ გუნდებს შორის ფინალური მატჩი გაიმართება. დაჯილდოვდებიან ტურნირში მონაწილე საფეხბურთო გუნდები.

13:00 საათზე, ჩოხატაურის ცენტრალურ სტადიონზე, საზეიმოდ გაიხსნება ბორის პაიჭაძის ძეგლი. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ფეხბურთის ლეგენდები, თბილისის დინამოსა და ლანჩხუთის გურიას ვეტერანი ფეხბურთელები. ჩოხატაურს ასევე ეწვევიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პირები და გურიის მხარის ხელისუფლების წარმომადგენლები. ძეგლის გახსნის შემდეგ სტუმრები "ნენას" ქარხანაში გადაინაცვლებენ, სადაც დაათვალიერებენ საწარმოს და "ნენას" პროდუქციას დააგემოვნებენ.

16:00 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში, ახლადაშენებულ სტადიონზე, თბილისის დინამოსა და ლანჩხუთის გურიას ვეტერან ფეხბურთელებს შორის, ამხანაგური მატჩი გაიმართება.

'.$TEXT['print'].'