"საიდან მოდის სილამაზე ან სად მიდის" - ლიკა ქავჟარაძის ფოტოები (1959-2017)
ავტორი: გურიის მოამბე
"საიდან მოდის სილამაზე ან სად მიდის" - ლიკა ქავჟარაძის ფოტოები (1959-2017)
კინოში შესრულებული 30-მდე როლის მიუხედავად, ის ყველასთვის 15 წლის მარიტად დარჩა.

გუშინ, ქართველი მსახიობი ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

მსახიობს 26 ოქტომბერს 58 წელი შეუსრულდებოდა.

ლიკა ქავჟარაძე 1959 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ მისი დებიუტი კინოში 12 წლის ასაკში შედგა, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს განხრით.

განსაკუთრებული პოპულარობა თენგიზ აბულაძის ფილმში „ნატვრის ხე“ მარიტას როლის შესრულებით მოიპოვა.

დღემდე, „მარიტა“ ყველა დროის ულამაზესი ქართველი ქალის ეტალონად ითვლება.

12 წლის იყო, როდესაც მოკლემეტრაჟიან ფილმ „შადრევანში“ გადაიღეს. 
შემდეგ იყო: „როცა აყვავდა ნუში“, „მშვენიერი კოსტიუმი“ (1973), „სიყვარული, ივერია და...“ (1975), „კავკასიური რომანსი“ (1975), „ნატვრის ხე“ (1976), „პეპელა“ (1977), „სათადარიგო ბორბალი“ (1978), „დიუმა კავკასიაში“ (1979) და ა.შ.

 

წყარო: "ნიუპოსტი"
'.$TEXT['print'].'