ღაჟონიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია ის დანაშაულს აღიარებს
ავტორი: გურიის მოამბე
ღაჟონიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია ის დანაშაულს აღიარებს

მერაბ ღაჟონიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი - ახალგაზრდა მამაკაცი დაკავებულია ის დანაშაულს აღიარებს - ამის შესახებ "გურიის მოამბეს" შსს ში აცნობეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. სამართალდამცავებმა 1995 წელს დაბადებული ჯ.ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

 

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1971 წელს დაბადებულ მ.ღ.-ს გულმკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მ.ღ. მიყენებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, სოფელ მელექედურში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს." - წერია უწყების მეირ გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე ხისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

მკვლელობა ოზურგეთში გუშინ საღამოს მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, 45 წლის მამაკაცი მისივე ავტომობილში ცივი იარაღით მოკლეს. 

თვითმხილველთა ინფორმაციით, გარდაცვლილთან ერთად ავტომობილში ქალბატონიც იმყოფებოდა, რომელიც თავდასხმის უშუალო თვითმხილველია. მომხდარიდან მალევე ის სამართალდამცველებმა დაკითხვაზე გადაიყვანეს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდასხმას წინ ჩხუბი უძღოდა, გარდაცვლილს მისსავე ავტომობილში კონფლიქტი, სავარაუდოდ, 24 წლის თავდამსხმელთან მოუვიდა, რის შემდეგაც მერაბ ღაჟონიას დანა გულის არეში ჩაარტყეს. ექიმების თქმით, კლინიკაში გადაყვანის დროს ის უკვე გარდაცვლილი იყო.

 

'.$TEXT['print'].'