სასწრაფოდ: მოკლული ტარიელაძის ჭირისუფალმა თბილისი-ბათუმის ავტობანი გადაკეტა
ავტორი: გურიის მოამბე
სასწრაფოდ: მოკლული ტარიელაძის ჭირისუფალმა თბილისი-ბათუმის ავტობანი გადაკეტა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში, გამოძიებისათვის ჯერჯერობით დაუდგენელი პირების მიერ ამ დღეებში მოკლული, 28 წლის ირაკლი ტარიელაძის ჭირისუფალმა თბილისი-ბათუმის ავტობანის ქობულეთის მონაკვეთი გადაკეტა.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" მოკლულის ერთ-ერთმა ნათესავმა განუცხადა.

მისივე თქმით, ავტობანზე დაკრძალვის ცერემონია გაჩერდა და მიცვალებულიც ადგილზეა დასვენებული.

ტარიელაძის ახლობლები მკვლელის დაკავებას და გამოძიების ობიექტურად წარმართვას მოითხოვენ.

 

'.$TEXT['print'].'