გაუფრთხილებლობა თუ განზრახ მკვლელობა-სანადრო თოფით ნაღობილევში მოკლული სტუმარი
ავტორი: გურიის მოამბე
გაუფრთხილებლობა თუ განზრახ მკვლელობა-სანადრო თოფით ნაღობილევში მოკლული სტუმარი

2017 წლის 14 აგვისტოს, სოფ.ნაღობილევში, სანადირო თოფიდან გასროლით,  ქობულეთში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი ბ.ბოლქვაძე მოკლეს. 

მკვლელობა ამავე სოფელში მცხოვრები ზ. გუჯაბიძის სახლში მოხდა, სადაც მოკლული სტუმრად იმყოფებოდა. 

სანადირო თოფით სტუმარი სწორედ მასპინძელმა მოკლა. მომხდარს ჰყავდა თვითმხილველები. მკვლელობის საქმე გახსნილია,  ეჭვმიტანილი მალევე დააკავეს. 

 ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი შედგა. პროკურორმა მალხაზ სირაძემ, სასამართლოს მტკიცებულებათა ნუსხა წარუდგინა.

108 მუხლის თანახმად, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ზ. გუჯაბიძე,აღიარებს,რომ მის მიერ გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა ბ.ბოლქვაძის სიცოცხლე, მაგრამ იგი არ ეთანხმება მის მიმართ წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაციას (განზრახ მკვლელობა)

 პროკურორმა მალხაზ სირაძემ მოწმის სახით სასამართლოს წარუდგინა მოკლულის მეგობარი უ.რომანაძე, რომელმაც განაცხადა:“ ბაჩანა იყო ჩემი ძმაკაცი, ერთდ გავიზარდეთ. ბრალდებულს ვიცნობ სამსახურიდან გამომდინარე. იგი მშენებლობაზე მუშაობდა. საღამოს, 13 აგვისტოს ქობულეთიდან სტუმრად სოფ.ნაღობილევში წამოვედით მე ,ბ.ბოლქვაძე და კიდევ ერთი მეგობარი ე.წულუკიძე. აწ ბრალდებული ზ.გუჯაბიძე დაგვხვდა საკუთარ ოჯახში, სადაც სუფრა გაგვიშალეს და დავიწყეთ დალევა. დაახლოებით 3 საათის მანძილზე ვიჯექით სუფრასთან. იქ არაფერი არ მომხდარა. უბრალო შეკამათებასაც კი არ ჰქონია ადგილი. უცებ  ზედმეტი ალკოჰოლისგან შუძლოდ გახდა ე.წულუკიძე, სუფრიდან ავდექით და ეზოში გავიყვანე. ამ დროს გავიგონე გასროლის ხმა. როცა შმოვბრუნდი დავინახე ზ.გუჯაბიძე თოფით ხელში. მას მეუღლე თოფს ხელიდან ართმევდა. სუფრისკენ რომ გავიხედე, ბაჩანა უკვე წაქცეული იყო. მივირბინე და საკუთარ ავტომობილში ჩავსვი, მაგრამ საავადმყოფოში მისვლამდე იგი გზაში გარდაიცვალა".

როგორც ბრალდებულის მიერ პოლიციაში მიცემულ ჩვენებაში წერია,ღვინის მოსატანად გასულმა ზ.გუჯაბიძემ დაინახა რომ აწ გარდაცვლილი მისი ნებართვის გარეშე სადღეგრძელოს სვამდა,რაზეც იგი განაწყენდა და ბ.ბოლქვაძეს სამონადირეო თოფიდან ესროლა.

როგორც დაცვის მხარე ამტკიცებს (ადვოკატი გრიგოლ თუთბერიძე), ბ.ბოლქვაძე არის გაუფრთხილებლობით მოკლული და არა განზრახ.ამ ფაქტის არგუმენტად მას მოჰყავს ის რომ, ზ.გუჯაბიძეს ჰქონდა  ტრადიცია  დატენილ თოფში ღვინის ჩასხმა  და ასეთი სახით განსხვავებული სასმისის დალევა. აღნიშნული თოფში ღვინის ჩასხმისას მოხდა უნებლიე გასროლა, რამაც ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა.

როგორც გარდაცვლილის დამ, დ.ბოლქვაძემ განაცხადა ბაჩანას მკვლელობით არა მხოლოდ მისი ძმა, არამედ მისი მშობლებიც იმსხვერპლა იმ ავბედითმა ტყვიამ.

 

აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი  2017 წლის21 ოქტომბერს გაიმართება. საქმე არსებით განხილვაზე გადავიდა. მორიგი სხდომა 12 ოქტომბრისთვის ჩაინიშნა.

'.$TEXT['print'].'