ჩოხატაურელ სოციალურად შეჭირვებულს 0,8 გრ. სუბოქსინისთვის 3 ათასი ლარი დაეკისრა
ავტორი: გურიის მოამბე
ჩოხატაურელ სოციალურად შეჭირვებულს 0,8 გრ. სუბოქსინისთვის 3 ათასი ლარი დაეკისრა

გუშინ, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში შედგა პროცესი ჩოხატაურში სოფ. გუთურში მცხოვრები 51 წლის მამაკაცის გ.კ.-ს  წინააღმდეგ (მოსამართლე ციცინო როხვაძე). მას ბრალი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-მოხმარებაში, სსკ 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ედება. 

2017 წლის 8 ოქტომბერს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე,  ჩოხატაურის პოლიციამ ბრალდებულს ჩაუტარა პირადი ჩხრეკა, რის დროსაც აღმოჩენილ იქნა 0,8 გრ. სუბოქსინის აბი.

ბრალდებული, როგორც ადვოკატმა ნანა დარჩიამ განმარტა, დაავადებულია ც ჰეპატიტით, შაქრიანი დიაბეტით და ასევე აქვს ხერხემლის თიაქარი. იგი ასევე მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს, რის გამოც, ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. ადვოკატმა სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების სანაცვლოდ გირაოს სახით  რაც შიძლება ნაკლები თანხის დადგენა სთხოვა.

 

 სასამართლომ დაადგინა რომ, 3000 ლარის ოდენობით გირაოს სახით შემოტანის შემთხვევაში, განაჩენის გამოტანამდე ბრალდებული პატიმრობიდან განთავისუფლდება.

'.$TEXT['print'].'