ქართველი ემიგრანტი: დიახ, ეს არის ვირზე უკუღმა შემჯდარი საქართველო!!!
ავტორი: გურიის მოამბე
ქართველი ემიგრანტი: დიახ, ეს არის ვირზე უკუღმა შემჯდარი საქართველო!!!

"არა ერთი კომენტარი ვნახე, სადაც აღნიშნავენ, რომ “ნატვრის ხე“ დეპრესიული ფილმია.
დიახ ბატონებო, ეს ჩვენი წარსული ისტორია და აწმყოა, სადაც ადამიანებს სილამაზეს არ პატიობენ.
არ პატიობენ ნიჭს და გულწრფელობას. დიახ, ეს ჩვენი ქვეყნის გუშინდელი და დღევანდელი დღეა, სადაც ციციკორეები, მამაო ოხროხინეები და მეოცნებე ელიოზები მართავენ საქართველოს. სადაც სიკვდილამდე ელოდებიან შიოლას და ყველაზე იაფად ჰყიდიან სიყვარულს. 
დიახ, ეს არის ვირზე უკუღმა შემჯდარი საქართველო!!!

ცოცხალი ჰკიდიათ. მოკვდება და ატეხენ ვაი-ვიშს. 
გაიხსენებენ ტკბილ წუთებს... როგორ უყვარდათ თურმე...
მაგრამ აღარ ახსოვთ როგორ სტკიოდა, როგორ სციოდა, როგორ შიოდა, ან უბრალოდ როგორ ცხოვრობდა მარტო...
სიცოცხლეში ამდენი თბილი სიტყვა რომ გვემეტებოდეს ერთმანეთისთვის, მოვკვდებოდით კი, ოდესმე"?

ნუგზარ (სულა) სულაშვილი. საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ემიგრანტი. 

'.$TEXT['print'].'