რატომ იმატა გურიაში შეკვეთილმა მკვლელობებმა - გურიის პოლიციის უფროსი მოხსნეს
ავტორი: გურიის მოამბე
რატომ იმატა გურიაში შეკვეთილმა მკვლელობებმა - გურიის პოლიციის უფროსი მოხსნეს

დგას თუ არა გახმაურებული მკვლელობების უკან ილა კეჭაყმაძე

გავრცელებული ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, მურადაშვილი თანამდებობიდან გადაყენებულია, თუმცა ამ გადაწყვეტილებას შსს სამინისტროს ხელმძღვანელობა სისრულეში 21 ოქტომბერს დანიშნული, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ მოიყვანს

საუბარი იმაზე, რომ გურიაში შეკვეთილმა მკვლელობებმა იმატა თუმცა ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ გადაჭარბებული ნამდვილად არ არის.

როცა შეკვეთილ მკვლელობებზე საუბრობენ, ბოლო 5 წლის მანძილზე მასთან ოზურგეთში მომხდარი, გუჯაბიძის, კვაჭანტირაძის და ფოცხიშვილი მკვლელობები ასოცირდება. ყველა მათგანი გაუხსნელია.

გუშინ, დაახლოებით დღის სამ საათზე, თბილის ბათუმის ავტობანის ქობულეთის მონაკვეთზე, ჭირისუფალმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი დაასვენა და ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა.

ოზურგეთის რაიონის სოფელ გურიანთაში ამ დღეებში მოკლული, 28 წლის ირაკლი ტარიელაძის ახლობლები, ამ გზით ცდილობენ მოახდინონ გავლენა გამოძიებაზე და მათივე განცხადებით აიძულონ სამართალდამცველებს მკვლელების დაპატიმრება.

ტარიელაძის ოჯახის წევრები ოფიციალურად, საჯაროდ აცხადებენ, რომ ახალგაზრდის მკვლელობა შეკვეთილი იყო.

გუშინწინ, ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურში, მელექედური გაღმა დვაბზუს საავტომობილო გზაზე, საკუთარ ავტომობილში, მანდილოსანთან ერთად მჯდარ, 45 წლის მერაბ ღაჟონიას, რომელიც იქვე მცხოვრებ ბიძას ელოდებოდა, ახალგაზრდა მამაკაცი მიუახლოვდა და უთხრა, რომ ის ამ ტერიტორიის მაყურებელი იყო და ამ უკანასკნელს ან ანგარიში უნდა ჩაებარებინა მისთვის, თუ რატომ იდგა და ვის ელოდებოდა, ან კიდევ სასწრაფოდ დაეტოვებინა ტერიტორია. შელაპარაკების შედეგად გულში დანის ჩარტყმით ღაჟონია ადგილზე გარდაიცვალა, სავარაუდო მკვლელი, 22 წლის ახალგაზრდა, პოლიციამ მეორე დღეს დააკავა.

ე.წ. "მაყურებლების" თემა, განსაკუთრებით ბოლო წლებში, საზოგადოებისათვის ერთ დიდ თავსატეხად იქცა და მან მოიცვა არამარტო სკოლები, არამედ ის უკვე ნებისმიერი, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, იქნება ეს პარკები, სკვერები ესა თუ ის დაწესებულებები, ფუნქციონირებს.

მაყურებლები ინიშნებიან სკაიპით, მეზობელ თურქეთსა და საბერძნეთში "გადახვეწილი" კრიმინალური ავტორიტეტების მიერ, ხშირია შემთხვევები როცა იგივე შედარებით შორეული გერმანიიდან ან კიდევ საფრანგეთიდან ხდება.

ე.წ. "მაყურებლების" ინსტიტუტს კი, ყოველი არჩევნებისას, ეფექტურად იყენებს მმართველი პარტია.

ოზურგეთში სულ უფრო ძლიერდება ხმები რომ ამ შეკვეთილი მკვლელობების და საერთოდ გურიაში არსებული მძიმე კრიმინოგენური მდგომარეობის მიზეზი, რომელიც გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, პოლიციის პოლიტიზირებული ხელმძღვანელობის ბრალია.

უფრო კონკრეტულად კი ოზურგეთში მიიჩნევენ, რომ გამოუძიებელი მკვლელობების უკან კახი კალაძის გარემოცვა, კერძოდ კი ილა კეჭაყმაძე დგას, რომლის კადრია გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მურადაშვილი.

მაგალითისათვის: 2016 წლის 3 ოქტომბერი-ოზურგეთში, სოფელ ნატანებში 77 წლის ქალბატონი  დააყაჩაღეს. ქალბატონს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, „ნოკიასფირმის მობილური ტელეფონი და ფული გასტაცეს, რის შემდეგაც თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, სამი პირი: 1997 წელს დაბადებული .., 1998 წელს დაბადებული .. და 1990 წელს დაბადებული .. დააკავეს. გამოძიება  საქართველოს სსკ- 179- მუხლის მე-2 ნაწილისქვეპუნქტით და მე-3 ნაწილისქვეპუნქტით დაიწყო.

სასწრაფოდ თბილისიდან ოზურგეთში ჩამოსული, დაზარალებული 77 წლის ქალბატონის ვაჟიშვილი, გაოცებას ვერ მალავდა პოლიციის ოპერატიულობის გამო და ქების სიტყვებს არ იშურებდა სამართალდამცველების მისამართით, თუმცა მომხდარიდან რამდენიმე დღეში დაზარალებული მეორედ გაოცდა, ამჯერად იმისგან, რომ თავდამსხმელები ამომრჩევლის რანგში, მეზობელი მერიის საარჩევნო უბანთან ხმის მიცემის რიგში რომ ნახა.

სწორედ არჩევნების მიზნით იყენებს პოლიცია, ძირითადად, ეჭვმიტანილთა და მათ ოჯახთა უმეტეს ნაწილს, არჩევნების დღეს შედის კრიმინალებთან უშუალოდ თანამშრობლობაში, შემდეგ კი მოსახლეობა იხდის პოლიციისა და კრიმინალების დანაშაუილებრივი კავშირის შედეგებს.

ამას კი გურიაში ილა კეჭაყმაძისა და პოლიციის უფროსის, მურადაშვილის ახლო კავშირებით ხსნიან, მურადაშვილმა თავი გურიას, მისი რამდენიმეწლიანი მმართველობის პერიოდში კიდევ იმით დაამახსოვრა, რომ ოზურგეთში ე.წ. "მარნეულის შაურმა" ანუ "მწვადის შაურმა" გახსნა.

სხვათაშორის ამ "მარნეულის შაურმასთან" ასოცირდება ერთი სკანდალიც, როცა ოზურგეთში მომხდარი ერთ ერთი გახმაურებული მკვლელობიდან რამდენიმე წუთში, ოზურგეთში პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერმა, ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატმა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", დავით მჟავანაძემ, აღნიშნული საშაურმეს წინ გამართულ ბრიფინგზე მკაცრად გააკრიტიკა გურიის პოლიციის უფროსი, განაცხადა რომ:"იმის ნაცვლად ვრომ გურიის პოოლიციის უფროსი კრიმინალს ებრძოდეს ეწს უკანასკნელი საშაურმეებს ხსნის" - ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ოპოზიციის ლიდერს სახლში კრიმინალური ავტორიტეტები მიუვარდნენ და ემუქრებოდნენ. გტადამოწმებული ინფორმაციით, ეს კრიმინალები მჟავანაძეს პოლიციის უფროსმა, მურადაშვილმა ილა კეჭაყმაძის დავალებით მიუსია.

თავად ილა კეჭაყმაძე (რომელიც პირველად ოფიციალურად პოლიტიკურ სკანდალში მაშინ გაეხვა, როცა მას, თბილისში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციის ლიდერებმა კანონიერი ქურდების საქართველოში უკანონოდ შემოყვანაში, გადაადგილებასა და მფარველობაში დასდეს ბრალი და შესაბამისი ფაქტებიც წარმოადგინეს) მურადაშვილის დანიშვნაში ფიგურირებს და მის "კრიშად" ასოცირდება, მიუხედავად იმისა, რომ კალაძემ ის გარკვეული ფინანსური მაქინაციებისათვის საკუტარი არაოფიციალური გუნდიდან დაითხოვა, მოიშორა, ოზურგეთში პოლიტიკურ პროცესებზე როგორც "კალაძის" "მარჯვენა ხელს" და ქალაქ ოზურგეთის მერის მძახალს, უდიდესი გავლენა აქვს.

სწორედ კეჭაყმაძე მურადაშვილის დუეტთან ასოცირდება ყველა "ბოროტება" რაც კი გურიაში ხდება ამ წუთისათვის

და რაოდენ სამწუხარო და სავალალო არ უნდა იყოს, რამდენიმე და არა ყველა, შეკვეთილი მკვლელობის უკანაც, გურიაში, ამ დუეტს ხედავენ.

მურადაშვილს სავარაუდოდ იმიტომ, რომ, გავრცელებული ინფორმაციით ის უკვე დათხოვილია აღნიშნული თანამდებობიდან ოღონდ არჩევნების პირველ ტურს ელოდებიან რომ ოფიციალურად გადააყენონ.

კეჭაყმაძეს იმიტომ, რომ ყველა კრიმინალურ გარჩევაში ის მონაწილეობს.

ოზურგეთში დღემდე დიდი მითქმა მოთქმაა იმ ფაქტზე, რომ ოზურგეთის კანალიზაციის მილების გარკვეული ნაწილის ჯართში ჩაბარების მიზნით დემონტაჟის დროს (დღეს ოზურგეთის კანალიზაცია პირდაპირ მდინარე ნატანებში ჩაედინება), ქალაქ ოზურგეთის მერმა, კეჭაყმაძის მძახალმა, ბეგლარ სიორიძემ და მაშინდელმა პოლიციის სამმართველოს უფროსმა, მილები ვერ გაიყვეს და კეჭაყმაძემ "საქმის გასარჩევად" რუსეთიდან კრიმუნალური ავტორიტეტი ჩამოიყვანა, რომელმაც ამ ორი უწყების ხელმძღვანელს მოპოვებულ ჯართზე საკუთრები უფლების ესა თუ ის ფორმა განუსაზღვრა.

სამწუხაროა ასევე, როგორც უშუალო თვითმხილველები გტვიმტკიცებენ, ილა კეჭაყმაძე და გურიის პოლიციის უფროსი, ამ უკანასკნელის კაბინეტში, ხშირად იბარებენ და ზეწოლას ერთობლივად ახორციელებენ ოპოზიციის მხარდამჭერებზე.

 

'.$TEXT['print'].'