,,მე მიყვარს ბაღი ფორთოხლის - ჰო და, ამ ბაღში დამმარხეთ” - ჯანსუღ ჩარკვიანის პანთეონი
ავტორი: გურიის მოამბე
,,მე მიყვარს ბაღი ფორთოხლის - ჰო და, ამ ბაღში დამმარხეთ” - ჯანსუღ ჩარკვიანის პანთეონი

2017 წლის 24 მარტს სატელევიზიო ეთერში ჯანსუღ ჩარკვიანის ინტერვიუ და მის ლექსი, რომელიც თბილისში, მახათას მთაზე ახალი პანთეონის გახსნას ეძღნებოდა.
თბილისში მახათას მთაზე მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ახალი პანთეონი 6 თვეში უნდა მოეწყოს. პანთეონი, რომელი მერის მილიონ ნახევარი ლარი უჯდება, საზოგადო მოღვაწეთა ერთი ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა მისი ადგილმდებარეობის გამო. ისინი აცხადებენ, რომ მახათას მთა მიუდგომელია. საზოგადო მოღვაწეთა ამ ნაწილმა თბილისის მერიას წერილით მიმართა და ამის სანაცვლოდ, დიდუბის პანთეონის გაფართოება შესთავაზა.

პანთეონის თემას ექსპრომტი მიუძღვნა ჯანსუღ ჩარკვიანმა, რომელიც პოეტმა განსხვავებულ აქცენტებში წაიკითხა:

მივმართავ ყველა ქართველსა,

მუსულმანსა და "რუსულმანს",

ვინც წყევლით ანთებს სანთელსა,

ვინც კაცს სიკვდილი უსურვა

დღე დადგა ნაღდი ახვრების,

ჭილყვავი-მართვე ჰგონიათ,

სადაც მე დავიმარხები,

იქ ჩემი პანთეონია.

ახლა კაცი ვარ ფართო ხნის,

ვახ მე,ამ ხალხში რა ვნახე,

მე მიყვარს ბაღი ფორთოხლის-

ჰო და,ამ ბაღში დამმარხეთ

 

ჯანსუღ ჩარკვიანი -ღიმილით

'.$TEXT['print'].'