‘ცოტა შემოვარტყი“-39 წლის მამაკაცს ცოლმა უჩივლა
ავტორი: გურიის მოამბე
‘ცოტა შემოვარტყი“-39 წლის მამაკაცს ცოლმა უჩივლა

დღეს  ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულ  39 წლის შ.მ.-ს  126-ე  პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ბ. და გ ქვეპუნქტების თანახმად, ერთ წლიანი პირობითი შეუფარდეს.

როგორც თავად ბრალდებულმა ჩვენთან საუბარში განმარტა, მას მეუღლე ბრალს იმაში დებდა, რომ 9 წლის შვილს „ცოტა შემოარტყა“:  „ჩემ შვილს 10 თვის ასაკში ჯანმრთელობის პრობლემების გამო გულზე ოპერაცია გავუკეთეთ .ერთი სიკვდილი გავიარეთ და ეხლა 9 წლის ასაკში როცა ხელში სიგარეტი დავუნახე რა გასაკვირია რომ შემოვარტყი? მითუმეტეს  ბავშვი არაერთხელ გამოვიჭირე „MALBORO”-ს პაჭკით ხელში.“-გვეუბნება ბრალდებული.

 

რაც შეეხება მომჩივან მხარეს, დღეს  სასამართლო პროცესზე არ გამოცხადებულა. მბრალმდებელსა და დაცვის მხარეს შორის, მიღწეული საპოცესო შეთანხმების საფუძველზე 39 წლის მამაკაცს პირობითი სასჯელი შეუფარდეს. 

'.$TEXT['print'].'