სიკვდილამდე წუთებით ადრე-უკანასკნელი ფოტოები
ავტორი: გურიის მოამბე
სიკვდილამდე წუთებით ადრე-უკანასკნელი ფოტოები

ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს ფოტო მათთვის უკანასკნელი აღმოჩნდებოდა...

ამ ფოტოებზე აღბეჭდილი ადამიანები ვერც წარმოიდგენდნენ, რა ელოდათ წინ...

 

შერონ ტატე


ცნობილი მსახიობი თავის სახლთან ახლოს, ბაღში, საკუთარი ფეხმძიმობის დემონსტრირებას ახდენდა, შესანიშნავ ხასიათზე იყო და ბევრს ხუმრობდა. უბედურებას არაფერი მოასწავებდა, თუმცა ფოტოს გადაღებიდან რამდენიმე საათში მსახიობი ჩარლზ მენსონის ბანდას ემსხვერპლა..

ალმა დე ფიუგო


ალბათ, ეს ფოტოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ფოტოა - მოკლულმა მკვლელი გადაიღო. გოგონამ ფოტოზე აღბეჭდა თავისი ბოიფრენდი ხელში იარაღით, რომელმაც ერთი წამის შემდეგ ალმას თავში ესროლა...

ვეტერანი


ამ ფოტოზე აღბეჭდილია მეორე მსოფლიო ომის გმირი, რომელიც ტრადიციული სამხედრო მისალმებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ გარდაიცვალა.

მკვლელობა


ამ მამაკაცმა ფოტოს, სადაც თავის ფეხმძიმე ცოლს ეხვევა, წააწერა: „ეს ბედნიერებაა“, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ ქალი სიცოცხლეს გამოასალმა და შემდეგ  თავი მოიკლა. ფოტო წყვილის ცხოვრებაში უკანასკნელი აღმოჩნდა.

გზა შინისაკენ


მამას ხელში პატარა შვილი უჭირავს, დედიკომ კი სურათი გადაუღო და სოციალურ ქსელში დადო, წარწერით: „სახლში მივფრინავთ“, თუმცა მათ სახლში დაბრუნება არ ეწერათ. თვითმფრინავი, რომლითაც ოჯახი მიფრინავდა, ჩამოვარდა და ყველა მგზავრი დაიღუპა.  

ტერაქტი


ამ წყვილმა პარიზში ყოფნისას კლუბ „ბატაკლანში“ გართობა და სამახსოვრო ფოტოს გადაღება გადაწყვიტა. ფოტოს გადაღებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ კლუბში ის ცნობილი ტერაქტი მოხდა, რომელმაც ორივე შეიწირა.

ანდრეი პეტროვსკი


ეს ადამიანი იმით იყო ცნობილი, რომ ცათამბჯენებზე დამცავი მოწყობილობების გარეშე ადიოდა. ფოტო, რომელიც instagram-ზე განათავსა, მის სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრეა გადაღებული. ახალგაზრდა დიდი სიმაღლიდან ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა...

წყარო: ladysterritory.ru
'.$TEXT['print'].'