ოზურგეთში გაუჩინარებულ გიორგი როყვას კვლავ ეძებენ-დავით როყვა პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში გაუჩინარებულ გიორგი როყვას კვლავ ეძებენ-დავით როყვა პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება

გუშინ დილიდან გაუჩინარებული გიორგი როყვას მამა, დავით როყვა უკვე ერთი საათია ოზურგეთის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფება. 

ის მედიასთან განცხადებას არ აკეთებს და ამბობს მხოლოდ იმას, რომ ამ დრომდე მისი შვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. 

გიორგი როყვა, რომელიც სოფელ ოზურგეთში ოზურგეთის დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის წარმომადგენელი იყო, გუშინ დილის 5 საათზე გაუჩინარდა და ამ დრომდე მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ მისი ახლობლები და ოჯახის წევრები. 

გუშინ  ოზურგეთის "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" მედიასთან გამართულ შეხვედრაზე შარაშენიძის შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი სირაძემ ჟურნალისტებს ის სმს შეტყობინებები წარმოუდგინა, სადაც როყვა "ოცნების" კანდიდატის ბეგლარ სიორიძის მხრიდან განხორციელებულ მუქარასა და შანტაჟზე საუბრობს: 

„მიშველე ითამაშე გთხოვ, ბეგიმ მომიგზავნა ამალა და არ ხარ კოტესთან. შეცდომააო თქვი გთხოვ რა, მიშველე. იმსახიობე. ვითომ არც პირადობა მომიცია და არაფერი, შეცდომააო თქვი. პირიქით ბეგის ეხმარებაო თქვი, გთხოვ.

"გავუშვი გავისტუმრე, ბეგიც იყო დაჟე. გთხოვ, უბრალოდ გამაუქმე და ამით დამთავრდება ყველაფერი. გეხვეწები ახლავე გამაუქმე, გთხოვ,“ - წერდა სმს შეტყობინებაში გიორგი როყვა.

ამ წუთებში შსს ავრცელებს ინფორმაციას, რომ ორი დღის წინ გაუჩინარებული გიორგი როყვას საქმის შესწავლა დაიწყო.

'.$TEXT['print'].'