რატომ ვერ მიიღო ოზურგეთში გარკვეულმა რაოდენობამ ამომრჩევლის ბარათი
ავტორი: გურიის მოამბე
რატომ ვერ მიიღო ოზურგეთში გარკვეულმა რაოდენობამ ამომრჩევლის ბარათი

"გურიის მოამბეს" რამდენიმე წუთის წინ, სოფ. მელექერდურიდან დაუკავშირდნენ. 

როგორც სატელეფონო საუბარში გვეუბნებიან, რამდენიმე ოჯახს, სახლში არ მისვლია ამომრჩევლის ბარათი. 

ერთ-ერთი 5 სუილიანი ოჯახის წარმომადგენელი გვთხოვდა გაგვერკვია, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს.

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, ამომრჩევლისთვის ბარათის სახლში მიტანის გარეშეც, მას უფლება აქვს არჩევნებში ჩვეულებრივად მიიღოს მონაწილეობა, ჩვენ ამაზე ოფიციალური კომენტარი ოზურგეთის საოლქო საარჩევნოს ლკომისიის თავმჯდომარეს, ზვიად თენიეშვილს მაინც ვთხოვეთ, სწორედ იმ ამაომრჩევლების ინფორმირებისთვის, ვინც მსგავს საკითხებში გარკვეული არ არის: "ამის შემთხვევები არის, რომ ვიღაცას არ აქვს ამომრჩევლის ბარათი. ეს განპირობებულია იმით, რომ ოჯახის წევრები იმ დროს არ იმყოფებოდნენ სახლში, როდესაც ბარათების დარიგება ხდებოდა. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ამომრჩევ ელს ხმის მიცემის უფლება არ ექნება. ყველანი დარეგისტრირებულები არიან ერთიან სიაში და ჩვეულებრივად შეძლებენ არჩევანის გაკეთებას"-გვითხრა თენიეშვილმა. 

 

 

'.$TEXT['print'].'