"მე რომ იცოდეთ "ნაციონალებს" გზას არ ვუთმობ"-ნინი ქარსელაძის ცელქობა ოზურგეთში
ავტორი: გურიის მოამბე
"მე რომ იცოდეთ "ნაციონალებს" გზას არ ვუთმობ"-ნინი ქარსელაძის ცელქობა ოზურგეთში

ოზურგეთში დასრულებული მერობის არჩევნების მეორე ტურში და მის შემდეგ, საღამოს, ქალაქი გადატვირთული იყო ათეულობით, ნაირნაირი ჯიპებითა და "შკოდებით". ამ მანქანებში მსხდომი ადამიანები ხშირ შემთხვევაში გამომწვევად იქცეოდნენ და ფეხით მოსიარულეებს სხვადასხვა შინაარსის "რეპლიკებს" ესროდნენ.

"ბურჯანაძის" პარტიის ადგილობრივი ლიდერი, თამარ ნადირიძე, არჩევნების მეორე ტურის ხმის მიცემის დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, დამოუკიდებელი მერობის კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის შტაბიდან ფეხით, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიისაკენ მიდიოდა, სადაც შარაშენიძის მომხრეები იყვნენ შეკრებილნი:

"როცა, ჭავჭავაძის ქუჩაზე  "ზებრაზე" გადავდიოდი,ჩემი მიმართულებით მომავალმა შავი ფერის "ჯიპმა" სიჩქარეს მოუმატა და მთელი სისწრაფით ჩემსკენ გზა განაგრძო. მე მეგონა რომ ეს სპეცსამსახურების მანქანა იყო, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში სულ დაგვსდევდა და მარცხენა ხელით ვანიშნე რომ გზა ჩემი იყო და არ გავჩერდებოდი. ის იძულებული გახდა გაჩერებულიყო, როცა ჩავუარე ფანჯარა ჩამოწია ახალგაზრდა გოგონამ, რომელიც ვიცანი ნინი ქარსელაძე იყო და გადმომძახა:"ისე რომ იცოდეთ "ნაციონალებს" გზას არ ვუთმობ ქალბატონო!" და მთელი სისწრაფით ადგილიდან გამომწვევად დაძრა მანქანა"-იხსენებს ნადირიძე "გურიის მოამბესთან" საუბრისას.

ნინი ქარსელაძე თავის მეგობრებთან ერთად ოზურგეთის მეორე ტურის არჩევნების დღეს გურიის ადმინისტრაციულ ქალაქში მმართველი პარტიის მიწვევით იმყოფებოდა, რათა მეორე ტურის დასრულების შემდეგ "ოცნების" კანდიდატის, ბეგლარ სორიძის გამარჯვების აღსანიშნავ სახელდახელო კონცერტში მიეღო მონაწილეობა.

თუმცა "ოცნების" კანდიდატის დამარცხების გამო კონცერტი ჩაიშალა.

'.$TEXT['print'].'