"არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ოზურგეთის საოლქო კომისია ხალხის ნების წინააღმდეგ წავიდეს"
ავტორი: გურიის მოამბე
"არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ოზურგეთის საოლქო კომისია ხალხის ნების წინააღმდეგ წავიდეს"

კონსტანტინე შარაშენიძემ, რომელიც ცესკოს წინასწარი მონაცემებით ოზურგეთის მერი გახდა, ამ წუთებში დატოვა ოზურგეთის #60 საოქლო საარჩვნო კომისია. 

ის უკვე ესაუბრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდვანს, რომელც ოზურგეთში იმყოფება და ოზურგეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს. 

მან კომენტარი გააკეთა მედიასთან და აღნიშნა, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ საარჩევნო კომისია ხალხის ნების წინააღმდეგ წავიდეს. 

ის 15 წუთშ ოზურგეთის "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" ბრიფინგს გამართავს და მადლობას გადაუხდის ოზურგეთელ ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის.

 

'.$TEXT['print'].'