"ამაყმა, ღირსებით სავსე გურულებმა ყველაფერს გაუძლეს, კბილებით დაიცვეს თავისი არჩევანი"
ავტორი: გურიის მოამბე
"ამაყმა, ღირსებით სავსე გურულებმა ყველაფერს გაუძლეს, კბილებით დაიცვეს თავისი არჩევანი"

ქალაქ ოზურგეთის ყოფილი საკრებულოს დეპუტატი ნათია შარაშანიძე, რომელიც არჩევნებს ნატანებში აკვირდებოდა, წერს, რომ მთელი წინასაარჩევნო პერიოდი ხელისუფლება ატერორებდა და აშინებდა ხალხს:

"ოზურგეთში განვითარებულ მოვლენებზე მეც ვიტყვი ორ სიტყვას: მთელი წინასაარჩევნო პერიოდი ხელისუფლება ატერორებდა და აშინებდა ხალხს, მოსახლეობაზე მიმდინარეობდა არნახული ზეწოლა, ტრიალებდა დიდი ფული (ნარკოტიკებიც), ოზურგეთში ჩავიდა ქართული ოცნების ლამის მთელი პოლიტ. ელიტა, ოზურგეთლებს დაუპირისპირდა მთელი სახელისუფლებო მანქანა, თუმცა ამაყმა, ღირსებით სავსე გურულებმა ყველაფერს გაუძლეს, კბილებით დაიცვეს თავისი არჩევანი და გაიტანეს თავისი, რითიც ხელისუფლებას უთხრეს, რომ ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი და მოუსყიდავი მათი არჩევანია, თვითონ წყვეტენ ვინ უნდათ მერად და მათი გაბითურების უფლებას არავის მისცემდნენ. ხელისუფლება ხალხთან ბრძოლაში დამარცხდა და დღეს, მისი უდიდებულესობა ხალხი, გამარჯვებას ზეიმობს, არ ივარგებს არჩეული მერი? იმასაც შეცვლიან. 
პ.ს. ხელისუფლების წყარო ხალხია! ოზურგეთის წყალი დანარჩენ საქართველოს გადასხმოდეს!!!" - წერს შარაშანიძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.

'.$TEXT['print'].'