ოზურგეთის ახალი მერი კონსტანტინე შარაშენიძეა
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის ახალი მერი კონსტანტინე შარაშენიძეა
კონსტანტინე შარაშენიძე ოზურგეთის მერი გახდა. ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა უკვე დაასრულა. სულ  კომისიაში 23 საჩივარი იყო შესული.
მათ შორის, ორი ბეგლარ სიორიძის წარმომადგენლის მხრიდან, სადაც ორი საარჩევნო უბნის #59-ე (ნასაკირალი) და #13 (ნარუჯა)  საარჩევნო უბნების გაბათილებაზე იყო მოთხოვნა. აღნიშნულ უბნებზე შარაშენიძემ სიორიძეს დიდი უპირატესობით მოუგო. ორიდან, კომისიამ არც ერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა. 
ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კონსტანტინე შარაშენიძემ, რომელიც მეორე ტურში "ოცნების" კანდიდატს ბეგლარ სიორიძეს დაუპირისპირდა, კონკურენტს 79 ხმით მოუგო. 
შარაშენიძესა და სიორიძეს შორის პირველ ტურში მიღებული შედეგებით სხვაობა მინიმალური იყო. სახელისუფლებო კანდიდატმა დამოუკიდებელ კანდიდატს სულ პროცენტ ნახევრიანი სხვაობით აჯობა. 
მეორე ტურში კი, შარაშენიძემ სიორიძეს ასევე მინიმალური სხვაობით, 79 ხმით მოუგო და ოზურგეთის მერი გახდა. 
მას გამარჯვება უკვე მიულოცეს ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა არჩილს თალაკვაძემ და თავად ბეგლარ სიორიძემ. 
 
კონსტანტინე შარაშენიძე დაიბადა 1973 წლის 07.02. დაამთავრა ოზურგეთის N2 საშუალო სკოლა. 1990-1995 თბილისის ბიზნესისა და მარკეტინგის უმაღლესი სკოლა/ინსტიტუტი ფაკულტეტი-საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი მინიჭებული ხარისხი/კვალიფიკაცია-ეკონომისტი-მენეჯერი. 1990-1991 საქართველოს მეცნიერებათა აკადემია.
სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრი-მენეჯმენტის ფაკულტეტი. მინიჭებული ხარისხი/კვალიფიკაცია- მენეჯერი.
1996-1997 სოფელ დვაბზუს გამგებელი. 1997-1998 გურიის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი-სამდივნოს უფროსი. 1998-1999 გურიის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი-წამყვანი მრჩეველი. 2000-2002 საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახური- კონკურენციის განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი. 2002-2006 გურიის აგრობიზნესცენტრი-ფერმერულ ასოციაციებთან ურთიერთობის მენეჯერი. 2008-2010 სს ““ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია““ ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკის ავტოგასამართი სადგურის მენეჯერი. 2012-2014 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2014-2017 ““Cartu Group Holding““ - აჭარა-გურიის რაიონის სამშენებლო სამუშაოების ხელმძღვანელი.
'.$TEXT['print'].'