"მიშა ვერ ჩამოვა და ვერ იგლოვებს ბებიას იმიტომ, რომ ივანიშვილს ასე უნდა" - ნიკა გვარამია
ავტორი: გურიის მოამბე
"მიშა ვერ ჩამოვა და ვერ იგლოვებს ბებიას იმიტომ, რომ ივანიშვილს ასე უნდა" - ნიკა გვარამია

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბებიის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"მზია ბებიას გარდაცვალება ძალიან მეწყინა და ვიზიარებ ყველა ჭირისუფლის ტკივილს. განსაკუთრებით, მისი გაზრდილი მიშას, რომელიც ვერ ჩამოვა და ვერ იგლოვებს გამზრდელ ბებიას, მარტო იმიტომ, რომ ივანიშვილს ასე უნდა"- წერს გვარამია.

მიხეილ სააკაშვილის ბებია, მზია წერეთელი 90 წლის ასაკში გარდაცვალა. 

'.$TEXT['print'].'