"ეს არ იყო არც დემოკრატიული და არც სამართლიანი არჩევნები" კახა ჩავლეშვილი არჩილ თალაკვაძეს პასუხობს
ავტორი: გურიის მოამბე
"ეს არ იყო არც დემოკრატიული და არც სამართლიანი არჩევნები" კახა ჩავლეშვილი არჩილ თალაკვაძეს პასუხობს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას, დამოუკიდბელი კანდიდატის წარმომადგენელი, კახა ჩავლეშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ:""ეს არ იყო არც დემოკრატიული და არც სამართლიანი არჩევნები" 

სრულად ჩავლეშვილის კომენტარს გთავაზობთ ქვემოთ;

ეს არ იყო არც დემოკრატიული და არც სამართლიანი არჩევნები, უბრალოდ თავისუფლების და დემოკრატიის მსურველი ამომრჩევლის რაოდენობა და ძალისხმევა იმდენად დიდი გახლდათ, რომ ვერ გადაფარა არჩევნების გამყალბებლთა ვერცერთმა ხრიკმა, შანტაჟმა და მოსყიდვამ.

დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი ბრძოლით ოზურგეთში აღვასრულეთ ჩვენი კონსტიტუციის ყველაზე მნიშვნელოვანი დანაწესი - ხელისუფლების წყარო გახლავთ ხალხი და მისი ნება. ეს ყველაფერი შევძლით ფაქტიურად სამართალდამცავი უწყებებისაგან მიტოვებულმა, მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით და ადგილობრივი ძალებით.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გავიმარჯვეთ ადამიანებმა, რომლებსაც გაერთიანებაში ხელი არ შეგვიშალა ჩვენმა განსხვავებულმა შეხედულებებმა. ჩვენ პირველებმა დავძლიეთ ჩვენი ეროვნული უბედურების და წარუმატებლობის ბარიერი - გათიშულობა. რითაც ჩვენთვის ოზურგეთელებისათვის დამთავრდა საქართველოში დიდი ხნის წინ დაწყებული ,,ცივი სამოქალაქო ომი,, რომელმაც სიძულვილით გაავსო ქვეყანა და განადგურების პირამდე მიგვიყვანა.

ახლა უნდა ვიფიქროთ ,,გამარჯვებულებზე,,, რომლებიც არ უნდა დაემგვანონ ,,დამარცხებულებს,,.

ცნობისათვის, უმრავლესობის ლიდერმა, დღეს, ორაზროვნად, არაპირდაპირ გაკეთებულ მილოცვაში, რომელიც მან "გამარჯვებულ მერს" მიუძღვნა განაცხადა, რომ ოზურგეთში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა.

'.$TEXT['print'].'