გოჩა კვანტალიანი:"მე რა პრობლემა მაქვს, დამიძახებს კოტე და ჩვეულებრივად გავაგრძელებთ თანამშრომლობას"
ავტორი: გურიის მოამბე
გოჩა კვანტალიანი:"მე რა პრობლემა მაქვს, დამიძახებს კოტე და ჩვეულებრივად გავაგრძელებთ თანამშრომლობას"

ამ წუთებში "გურიის მოამბეს" ოზურგეთის გაერთიანებული სპორტის განვითარების ცენტრიდან შეატყობინეს, რომ მისი ხელმძღვანელის, გოჩა კვანტალიანის აღნიშნულ თანამდებობაზე დატოვების მოთხოვნით, ახალარჩეული მერის, კონსტანტინე შარაშენიძის სახელზე იგზავნება მიმართვა, რომელ მიმართვაზეც ამ წუთებში თანამშრომელთა ხელმოწერების შეგროვება ხდება.

ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად "გურიის მოამბე", თავად კვანტალიანს დაუკავშირდა, რომელიც ხელმოწერების შეგროვებას მისი თანამდებობაზე დატოვების მოთხოვნით არ ადასტურებს.

"როგორ გეკადრებათ, მასეთ კაცად მიცნობთ მე თქვენ? მე რა პრობლემა მაქვს, დამიძახებს კოტე და ჩვეულებრივად გავაგრძელებთ თანამშრომლობას"-გვითხრა გაერთიანებული სპორტის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა.

'.$TEXT['print'].'