ტერორისტული ჯგუფის წევრის დაცვას ბათუმში, ოზურგეთის სუსიც უზრუნველყოფდა (ექსკლუზივი)
ავტორი: გურიის მოამბე
ტერორისტული ჯგუფის წევრის დაცვას ბათუმში, ოზურგეთის სუსიც უზრუნველყოფდა (ექსკლუზივი)

როგორც "გურიის მოამბეს" კარგად ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, თბილისში დასრულებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული ე.წ. 'ისლამური ხალიფატის" წევრები საქართველოში ბათუმიდან (სარფის საბაჟო) შემოვიდნენ, მის დაცვას კი აჭარის კონტრდაზვერვის თანამშრომლებთან ერთად, ოზურგეთის სუს=ის ხელმძღვანელობაც უზრუნველყოფდა.

წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთის სუს-ი რამდენიმე დღის განმავლობაში შემოსული "ტერორისტების" გადაადგილებაზე ინფორმირებული იყო.

ის რომ ტერორისტული ჯგუფის წევრი საქართველოში ბათუმიდან სრულიად ლეგალურად, ავტომანქანით შემოვიდა, რომელიც ეკუთვნოდა სპეცსამსახურს, ჟურნალისტი ელისო კილაძე P.S-თან საუბრობს;

„ დასაბუთებულად შემიძლია გითხრათ, რომ ორი თვის წინ შემოვიდა საქართველოში ქართული პასპორტებით, სარფის საბაჟოდან, სრულიად ლეგალურად, ავტომანქანით, რომელიც ეკუთვნოდა სპეცსამსახურს, კონკრეტულად კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და მათ გაიარეს მხოლოდ საპასპორტო შემოწმება და მორჩა“, - აცხადებს ელისო კილაძე.

'.$TEXT['print'].'