პირველი მედალი ანაჰაიმის მსოფლიო ჩემპიონატიდან! ძალოსანმა შოთიკო მიშველიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ავტორი: გურიის მოამბე
პირველი მედალი ანაჰაიმის მსოფლიო ჩემპიონატიდან! ძალოსანმა შოთიკო მიშველიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
შოთიკო მიშველიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და აკვრაში საქართველოს ახალი რეკორდიც დაამყარა. მიშველიძემ აკვრაში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა (148.157.163.) ქართველმა ძალოსანმა ორჭიდის ჯამში 298 კილოგრამი დაძლია. ძალოსანს ატაცში გამარჯვებამდე მხოლოდ 1 კილოგრამი დააკლდა. სპორტსმენმა პირველი მისვლა(130 კგ.) ვერ გამოიყენა, თუმცა დარჩენილ ორს(130.135) თავი იოლად გაართვა. საბოლოოდ მიშველიძე ატაცში მე-4 ადგილს დასჯერდა.
ქართველ სპორტსმენთა გამოსვლის გრაფიკი
3 დეკემბერი - 23:55 85 კგ. რევაზ დავითაძე 5 დეკემბერი - 07:55 90 კგ. ანასტასია გოტფრიდი 6 დეკემბერი - 05:25 +105 კგ. ლაშა ტალახაძე
'.$TEXT['print'].'