,,ერში ვერ აღმოიფხვრა ,,შავი სამყაროს“ მენტალიტეტი"
ავტორი: გურიის მოამბე
,,ერში ვერ აღმოიფხვრა ,,შავი სამყაროს“ მენტალიტეტი"

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობა და საზოგადოებაში არსებული აგრესია - პრობლემა, რომლის წინაშეც სახელმწიფო დგას. ვერდაძლეული ე.წ. ქრუდული მენტალიტეტი, რომლისადმი მორჩილება მოზარდებში კვლავაც მოდურია.

რაშია გამოსავალი და რატომ თვლის მამა თეოდორე გიგნაძე, რომ მსგავსი ტრაგედიის დროს პასუხისმგებლობა ყველაზე ნაწილდება, მათ შორის სასულიერო პირებზეც. მამაო მოზარდების აღზრდისა და მათი განათლების აუცილებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ერში რწმენის, თავმდაბლობისა და სიმშვიდის ნაკლებობაა.

„მოშლილია აღმზრდელობითი სისტემა.

ჩვენი ერი, ესწრაფვოდა რა თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, დარჩა იდეალების გარეშე, სამწუხაროდ. თავისულება არის მხოლოდ ინსტრუმენტი, რომელმაც გარკვეულ მიზნამდე უნდა მიგვიყვანოს და თუ ეს მიზანი არ არის, ეს თავისუფლება მხოლოდ ხორცის საამებლად გადაიქცევა, როგორც ამას პავლე მოციქული ამბობს.

თავისუფლება და დისციპლინა მაშინ იქნება ერთად, როცა ჩვენი შინაგანი იდეური ღერძი, ცხოვრების საზრისი გვექნება, რისთვისაც ამ თავისუფლებას გამოვიყენებთ. ჩვენ იდეალების გარეშე დავრჩით. არ არსებობს აღმზრდელობითი სისტემა არც ჯარში, არც - სკოლაში... მივიღეთ ეს, რაც მივიღეთ. ქრისტე განდევნილია საგანმანათლებლო სისტემიდან და მიზეზად უამრავი რამ მოაქვთ - ის, რომ დემოკრატიული საზოგადოება ამას არ ითვალისწინებს; ის, რომ ჩვენ სასულიერი პირები არ ვართ იმ სიმაღლეზე, როგორც ამას ქრისტიანობა მოითხოვს. ეს ყბადაღებული ციანიდის თემა, რომ თავის თავისთვის ვერ მოუვლიათ და ჩვენ რა უნდა გაგვიკეთონ და ა.შ.

ის, ვისაც არ უყვარს ქრისტე, ნიშნისმოგების თემად აქციეს. რეალურად კი, ჩვენ ქრისტე განვდევნეთ ჩვენი თავიდან და ვიღებთ იმას, რაც ხდება დღეს.

ქრისტესგან ისწავლება სიმშვიდე და სიმდაბლე, რაც არის საწინააღდეგო აგრესიისა. ქართველი კაცი ფიცხია ბუნებით, ცოტა ამპარტავნებიც ვართ და შესაბამისად, თუ არ გვექნა ცხოვრება ისეთი, თითქოსდა ჩვენი გენეტიკაა ამაზე აშენებული, ჩვენი ენა, კულტურა ყოველთვის ქრისტესთან ერთად იყო და ჩვენ დვრჩით ამის გარეშე და მივიღეთ აგრესია. მე, როგორც მღვდელი გამოსავალს ვხედავ ამაში - დავაბრუნოთ ქრისტე საზოგადოებაში.

ჩვენ ხომ ვიცით, რომ ციანიდის საქმე და ის, რომ სკოლაში მშვიდი, მდაბალი და ღირსეული სასულიეო პირი შევიდეს, ხვადასხვა რამეა. ეს არ ნიშნავს , რომ ჩვენ მთლიანად ეკლესიას, როგორც ქრისტეს მისტიურ სხეულს ხაზი გადავუსვათ, მით უმეტეს კაცმა არ იცის, მეც დღემდე არ ვარ გარკვეული, რა მოხდა ციანიდის საქმეზე და ვისგან იყო ინპირირებული, ჯერ კიდევ გასარკვევია.“

უნდა ჩაერთოს თუ არა ასეთი პრობლმის გადაწყვეტაში ეკლესია?

მამა თეოდორე ამბობს, რომ ამაში დამნაშავეა ყველა, მთელი საზოგადოება და პასუხიმგებლობა ნაწილდება ყველაზე, მათ შორის სასულიერო პირებზეც.

,,ყველანი დამნაშავე ვართ. როცა ვამბობ, რომ ქრისტე განდევნილია, საკუთარი თავიდანაც ვერ ავიცილებ პასუხისმგებლობას, ყველანი დამნაშავემი ვართ: სასულიერო პირებიც, განათლების სიტემა, ოჯახის ინსტიტუტი რომ ინგრევა, უნდა ვაღიაროთ, ჩვენ რაღაც პრობლემა გვაქვს.

სასულიერო პირი ვარ და ჩემთან მოდიან ადამაინები, ვისაც მკვლელობაც ჩაუდენიათ და ნანობენ. ეს ისეთი ტვირთია, როცა სხვის სიცოცხლეს შეიწირავ, ძალიან ძნელია მერე ამით ცხოვრება, თვითონაც უკვირთ, როგორ აღმოჩნდნენ ამ საშინელებაში და მერე ხვდებიან, რომ ისინი თავის თავში ფლობდნენ ამ აგრესიას და უღმერთოდ ცხოვრობდნენ. როცა ისინი უბრუნდებიან თავიანთ სახეს, ისეთს, როგორიც ღმერთმა შეგქმნა, თავადაც ზარავთ ის დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს. თითოეულ ადამიანში არის სიკეთის მარცვალი, რომელსაც უნდა გაღვიძება. თუ ამაზე არ ვიზრუნებთ ყველა, მაშინ მოხდება ამ აგრესიის ტირაჟირება.

დაზარალებული მხარეც აგრესიულად მოხატავს თავის პოზიციას, იგივე ლინჩის წესით გასამართლებაზე რომ საუბრობენ, ერთი აგრესია მეორეს შობს და გამოსავალი აგრესიაში არ არის. თუ ჩვენ, ყველანი გავიხედავთ უფლისაკენ, მაშინ საზოგადოება განიკურნება. ურწმუნოსაც უნდა დავეხმაროთ, სახელმწიფო, საგანმანალებლო კანონმდებლობა უნდა მუშაობდეს, მაგრამ მარტო კანონიც ვერ შველის. იყო ადრე სკოლებში აღმზრდელობითი სისტემა, მაგრამ ესეც მოშლილია, ცალკეული პედაგოგი თუ ასწავლის ამას დამოუკიდებლად, მაგრამ არ არის სისტემურად.

ოჯახის პასუხისმგებლობა ყველა შემთხვევაში სახეზეა, ასევე სკოლისაც. შეუძლებელია, ბავშვი იყოს ნორმალური შინაგანი მდგომარეობით და უცებ ასეთი სისასტიკე გამოავლინოს, ეს წლების განმავლობაშია დაგროვილი. ტირაჟირება აგრესიისა, უზნოებისა, ძალადობისა, ეს სამწუხაროდ, ხდება ჩვენს საზოგადოებაში, ყველა მიმართულებით ნიჰილიზმია, ბავშვი იზრდება იდეალების გარეშე, ჰედონისტად ვზრდით ჩვენს შვილებს, ისინი იღებენ ქუჩიდან „შავი სამყაროს“ მენტალიტეს, რომელიც ვერასდროს აღმოიფხვრა და რომელიც ცარიელ ადგილზეა აღმოცენებული. ვერც კი ამჩნევენ ამას, ბავშს რა ემართება. მითხრეს, რომ მესამე კლაისი ბავშვს დანა უპოვეს, ამაზე თვალი აქვს დახუჭული სკოლასაც, სახელმწიფოსაც და ოჯახსაც.

ერის აბსოლუტური უმრავლესობა სულაც არ არის მოწრმუნე. ურწმუნოა ერის 90%. მორწმუნე ქრისტიანი სხვა რამეს ნიშნავს. ეკლესიის როლი ვერ იქნება იმაში, რომ ადამიანი დანას ატარებს. ეკლესია წინააღმდეგია ყოველგვარი ძალადობისა, ჩვენ ვცდილობთ, არ იყოს ეს მანკიერებები, უბრალოდ, ის ადმიანები, რომლებიც თავს მართლმადიდებლებად თვლის, სინამდვილეში არ არიან. სარწმუნოებას ხვა რამე სჭირდება“ - ამბობს სასულიერო პირი.

არის თუ არა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა განმსაზღვრელი მოზარდებში აგრესიის გაღვიღვების წინაპირობა? - მამა თეოდორე ფიქრობს, რომ მოზარდის სწორად ჩამოყალიბების მთავარი პირობა განათლება და ის გარემოა, რომელშიც იზრდება.

,,თქვენ ფიქრობთ, რომ გამძღარი აგრესორი უფრო საშიშია, ვიდრე - მშიერი აგრესორი? შეიძლება ამის გარკვევაც. ერთი რამ უდაოა - კარგი განათლება და ის გარემო, რომელშიც ბავშვი იზრდება. თუ ის არის განათლებულ და ინტელექტუალურ გარემოში, იქ ალბათ, აგრესია ნაკლები იქნება, შესაძლოა, ასეთ გარემოსაც სჭირდება ფინანსები, მაგრამ მთლიანობაში, ერის პრობლემას ეს ვერ მოხსნის. ქართველი ერის იდეალი ვერ იქნება ქრისტიანობის გარეშე“ - განაცხადა მამა თეოდორე გიგნაძემ „იბერიას“ თოქშოუ ,, X - ზონა“-ში სტუმრობისას.

წყარო: "ნიუპოსტი"

'.$TEXT['print'].'