ლანჩხუთის "გურია" ლიგა - 3 ში დაქვეითდა სადაც ჩოხატაურის "ბახმაროსთან" ერთად იასპარეზებს
ავტორი: გურიის მოამბე
ლანჩხუთის "გურია" ლიგა - 3 ში დაქვეითდა სადაც ჩოხატაურის "ბახმაროსთან" ერთად იასპარეზებს

ეროვნულ ლიგა - 2-ის ბინადარი ლანჩხუთის "გურია" ლიგა-3-ში გუშინ დაქვეითდა, როცა პლეიაუტში თელავის "კახეთის" ძლევა საკუთარ მოედანზე, განმეორებით მატჩში ვეღარ შეძლო.

პირველი თამაში ლანჩხუთელებმა თელავში, რომელიც ლიგა 3 დან ამოვიდა, 1-2 წააგეს. განმეორებით მატჩში კი საკუთარ "ევგრაფი შევარდნაძეზე" 1-1 ითამაშეს.

მომავალ სეზონში ლანჩხუთელები ბოლოდან მეორე ლიგაში, ლიგა 3 ში იასპარეზებენ, სადაც ასევე მომავალი სეზონიდან გურიის კიდევ ერთი კლუბი, რეგიონალლიგიდან აღზევებული ჩოხატაურის "ბახმარო" იქნება.

რაც შეეხება ოზურგეთის "მერცხალს", ის მომავალ სეზონს კვლავ რეგიონალლიგაში შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ ლანჩხუთის "გურია" ბოლო ორ წელიწადში მეორე კლუბია, რომელიც გიალო ჩხაიძის "ხელში" გავარდა, 2015 - 16 წლების სეზაონში გიალო ჩხაიძემ პირველი ლიგიდან ოზურგეთის "მერცხალიც" გააგდო.

'.$TEXT['print'].'