რატომ არ აძლევს პირველი ჯგუფის შშმ პირს "ლიბერთი" ბანკი კუთნილ თანხას-ტრადიციად ქცეული დაბრკოლება
ავტორი: გურიის მოამბე
რატომ არ აძლევს პირველი ჯგუფის შშმ პირს "ლიბერთი" ბანკი კუთნილ თანხას-ტრადიციად ქცეული დაბრკოლება

უკვე 7 თვეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში მცხოვრები, პირველი ჯგუფის შშმ პირი, ფარნაოზ ტრაპაიძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ კუთვნილ დახმარებას ვერ იღებს.

ტრაპაიძემ მიმდინარე წლის დასაწყისში ძლიერი ტრამვა მიიღო, რის შედეგადაც დაკარგა თავისუფლად გადაადგილებისა და წერა -კითხვის უნარი.

როგორც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნის საფუძველზე, ტრაპაიძეს, სახელმწიფოსაგან  დაენიშნა შემწეობა. ვინაიდან, შშმ პირი თავად ვერ ახერხებს თავისუფლად გადაადგილებას, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სააგენტოს სამხარეო ცენტრმა, განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, რომ მხარდაჭერის მიმღები პირის, ფარნაოზ ტრაპაიძის მხარდამჭერ პირად მისი მეუღლე, ნონა თევზაძე ეცნოთ.

მოსამართლის, ნანა ჯოხაძის გადაწყვეტილებით, ნონა თევზაძე ცნობნილ იქნა, მკურნალობის თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების, სოციალური პაკეტის, ფულად დახმარების, სახელმწიფო პენსიის დანიშვნის, მიღებისა და განკარგვის, ბანკებიდან პენსიის აღებისა და განკარგვის და ასე შემდეგ უფლებამოსილ პირად.

მიუხედავად ამისა, ტრაპაიძის მეუღლეს "ლიბერთი' ბანკში განუმარტეს, რომ:

"წარმოდგენილი განჩინებით, მხარდამჭერ პირს, ბენეფიციარის ანგარიშზე ჩარიცხული საპენსიო ბანკით სარგებლობის უფლება ენიჭება, განჩინების გაცემის შემდეგი თვიდან (ამ შემთხვევაში მიმდინარე წლის დეკემბრის თვიდან), წინა პერიოდში ჩარიცხული თანხების მისაღებად კი საჭიროა დაზუსტებული, ჩასწორებული სასამართლო განჩინების წარმოდგენა, სადაც მითითებული იქნება უშუალოდ წინა პერიოდში ჩარიცხული თანხების განკარგვის უფლება"-ნათქვამია განცხადებაში, რომელიც "ლიბერთი" ბანკმა ბენეფიციარ ოჯახს გადასცა.

აღსწანიშნავია, რომ ეს განცხადება, რომელიც "ლიბერთი" ბანკში ტრაპაიძის მეუღლეს გადასცეს ერთ ფარატინა ფურცელზეა დაწერილი, რომელსაც არც უფლებამოსილი პირის ხელმოწერა ახლავს და არც ბანკის ბლანკზეა დაწერილი, თარიღს, რომ იტყვიან "ჯვარი წერია".

ასე რომ, ამ განცხადების ავტორობაზე უარის თქმა ბანკს ნებისმიერ წუთს, უპრობლემოდ შეუძლია.

მთავარი ის არის, რომ რასაც ბანკი შშმ პირის მეუღლეს სთხოვს, ანუ რა დოკუმენტის სასამართლოსაგან წარდგენას, ამას სასამართლო პრაქტიკა არ ითვალისწინებს. გაუგებარია ასევე რის საფუიძველზე არ აძლევს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დარიცხულ 7 თვის დახმარებას ბანკი ტრაპაიძეს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რედაქციას სწორედ შშმ პირების ოჯახის წევრები მომართავენ და იდენტურ პრობლემებზე საუბრობენ. ყველა შემთხვევაში, ბანკი სასამართლოს გადაწყვეტილებაში რაღაც კონკრეტულ შეცდომაზე მიუთითებს და ამის გამო თვეობით ვერ იღებენ მძიე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირები კუთვნილ პენსიას, ან ჯგუფის დახმარებას.

 

"გურიის მოამბე" ამის გარკვევას, ხვალ უშუალოდ ბანკისაგან ეცდება.

'.$TEXT['print'].'