21+3- ოზურგეთის საკრებულომ საშტატო ნუსხა დაამტკიცა
ავტორი: გურიის მოამბე
21+3- ოზურგეთის საკრებულომ საშტატო ნუსხა დაამტკიცა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც დღეს გაიმართა, საკრებულოს მუდივმოქმედი კომისიების დებულებების შესახებ, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ახალი მოწვევის საკრებულოს კომისიების ხელმძღვანელებმა კოლეგებს დებულებები დეტალურად გააცნეს და სრულფასოვანი საქმიანობის დაწყების მიზნით კომისიათა პერსონალური შემადგენლობები დაამტკიცეს. 
დამტკიცდა საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა, რომელიც 21 პროფესიულ საჯარო მოხელეს და 3 შტატგარეშე თანამშრომელს მოიცავს.
 საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დასრულების ვადად საკრებულოს მორიგი სხდომა განისაზღვრა.

'.$TEXT['print'].'